markup logo

1,036

Microsoft–მა დაასახელა Windows 8 გამოსვლის თარიღი – 26 ოქტომბერი

windows8

Windows – ის განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა სტივენ სინოფსკიმ Microsoft –ის პარტნიორების ყოველწლიურ შეხვედრაზე გააჟღერა Windows 8 – ის გამოსვლის თარიღი – 26 ოქტომბერი.  პარალელურად გაჩნდა შესაბამისი ჩანაწერი ახალი თაობის ოპერაციული სისტემის შემუშავებას მიძღვნილ Microsoft–ის ოფიციალურ  ბლოგზე  WindowsTeamBlog.com.

„ეს გახლავთ კომპანიისთვის ბოლო  17 წლის განმავლობაში უდიდესი მოვლენა“, – განაცხადა სინოფსკიმ. 17 წლის წინ გაჩნდა ოპერაციული სისტემა Windows 95.

მოსალოდნელია, რომ Windows 8 ხელმისაწვდომი იქნება 109 ენაზე და გაიყიდება მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. ახალი ოპერაციული სისტემის მთავარი განსაკუთრებული ნიშანი:   შესაძლებელია დაყენდეს ნებისმიერ მოწყობილობაში, მაგიდის პერსონალური კომპუტერით დაწყებული, სმარტფონებითა და პლანშეტებით დამთავრებული.

Windows 8 გამოვა რამდენიმე მოდიფიკაციით, ერთ–ერთი – Windows RT – მუშავდება მოწყობილობებისთვის სპეციალურად ARM (Advanced RISC Machines) პროცესორების ბაზაზე, პირველ რიგში პლანშეტებისთვის. Microsoft –ის წარმომადგენლები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ ახალი ოპერაციული სისტემის ორიენტირებას მონაცემთა „ღრუბლოვან“ შენახვაზე.

ამ მომენტისთვის Microsoft–ს გამოშვებული აქვს Windows 8 სამი სატესტო ვერსია: აქედან ბოლო ვერსია, Release Preview–ს სტატუსით წარდგენილ იქნა მაისის ბოლოს.  წინამორბედებისგან საკვანძო განსხვავება გახდება ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი Metro, რომლის დებიუტი შედგა მობილურ პლატფორმაზე Windows Phone 7. ეს ინტერფეისი უზრუნველყოფს Windows 8–ის კომფორტულ გამოყენებას, როგორც ტრადიციულ პერსონალურ კომპიუტერებზე კლავიატურითა და მაუსით, ისე პლანშეტებზე.

Microsoft –ის მონაცემებით ოპერაციული სისტემა Windows 7 დაყენებულია 630 მილიონ პერსონალურ კომპიუტერზე, რაც შეადგენს მსოფლიო კომპიუტერთა დაახლოებით  ნახევარს.

Windows 8–ის გარდა კორპორაცია გაუშვებს გაყიდვაში საკუთარ პლანშეტურ კომპიუტერებს Surface , Microsoft Office –ის ახალ ვერსიას და Windows 8 ცალკე ვერსიას მობილური მოწყობილობებისათვის.

როგორც ახლახანს გაირკვა, Windows –ის ბოლო სამი თაობის (XP, Vista და 7) მომხმარებლები შეძლებენ Windows 8 Pro დაყენებას სპეციალური პრომოაქციის ფარგლებში –შეღავათიან ფასად – 40 დოლარი.

კორპორაციის შემოთავაზება იქნება მოქმედებაში მხოლოდ ონლაინ აფგრეიდისთვის საიტიდან Windows.com და ხელმისაწვდომი იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში – 2013 წლის 31 იანვრამდე 131 ქვეყნის ბაზარზე.  Microsoft არ აზუსტებს, რომელ ქვეყნებში იმოქმედებს ახალი შემოთავაზება.

აფგრეიდის ფასი არ იქნება დამოკიდებული Windows –ის წინა ვერსიის ლიცენზიის სახეობაზე. სპეციალური დამხმარე პროგრამა გააანალიზებს კომპიუტერის და Windows 8 პროგრამების თავსებადობას და დაეხმარება მომხმარებელს ახალი სისტემის დაყენებაში.

კატეგორია: OS, Software .

კომენტარის დატოვება