markup logo

992

Microsoft–მა გამოაცხადა Windows RT პლანშეტების მწარმოებლები

arm

Microsoft –მა გამოაქვეყნა Windows 8–ის სპეციალური ARM პროცესორებიანი პლანშეტებისთვის ვერსია – Windows RT გავრცელების პარტნიორთა სია. ეს არის კომპანიები Dell, Lenovo, Samsung და Asus.  გარდა ამისა, Microsoft–მა გამოაქვეყნა ოდნავ მეტი დაწვრილებითი ინფორმაცია მომავალი  Windows –ის ინტერფეისის შესახებ.

სოფტვერული გიგანტის ბლოგზე არსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიები Dell, Lenovo და Samsung გამოუშვებენ  Windows RT PC სახელით ცნობილ მოწყობილობებს. Asus–ის პარტნიორობაზე კი ადრეც იყო ცნობილი.

კორპორაციის შეტყობინებაში არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ Windows RT მხოლოდ პლანშეტური ოპერაციული სისტემაა, თუმცა მას გააჩნია ყველა შესაძლებლობა ჩვეულებრივ პერსონალურ კომპიუტერზე სამუშაოდაც. ახალი ოპერაციული სისტემა თეორიულად 10,1 დან 11,6 მდე დიუიმიან ARM ნოუტბუქებზეც იმუშავებს. .

Windows RT არ იქნება თავსებადი არსებულ Windows –ის აპლიკაციებთან და წინასწარ დაყენდება ახალ კომპიუტერებში.

Windows RT –ით მართვადი მოწყობილობები მუშავდებოდა ყველა პარტნიორი კომპანიის სპეციალისტებთან ერთად, ამიტომ ყველა მოწყობილობა დააკმაყოფილებს ერთიან კრიტერიუმს – წონის, გაბარიტების, სენსორული მართვის, აკუმულატორით მუშაობის ხანგრძლივობის, კავშირის სტანდარტების და სხვა პირობიდან გამომდინარე.

მაგალითად, Windows RT სისტემებს ექნებათ უკონტაქტო NFC ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც შესაძლებლობას იძლევა ერთი მოწყობილობიდან მეორეზე ფაილების გადატანისა. ასევე განხორციელდება ენერგომომარაგების ახალი რეჟიმი.

ახალი მოწყობილობის ეკრანის ზომა იქნება 10,1 დან 11,6მდე დიუიმი, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა 8– 13 საათი.

შეგახსენებთ, რომ ადრე Microsoft –მა წარადგინა საკუთარი პლანშეტი Windows RT – Surface, რომლის გაყიდვები დაიწყება რელიზთან ერთად – 8–26 ოქტომბერს.  უფრო დახვეწილი Surface for Windows 8 Pro   Intel –ის  ჩიფსეტზე კი, გამოვა სამი თვის შემდეგ.

ახალი მოწყობილობების ფასი ისევ უცნობია, სავარაუდოდ Android პლანშეტებთან ფასების „ომის“ თავის ასარიდებლად. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ფასი იქნება სხვა ARM პლანშეტების დიაპაზონში.

კატეგორია: Hardware, პლანშეტები .

კომენტარის დატოვება