markup logo

871

Microsoft–ის Surface–მა აქცია MacBook Air და iPad რარიტეტად

surf

Microsoft –ს გააჩნია შიგთავსი, ღერძი. ეს არის ის, რაც განსაკუთრებით გჭირდება, როდესაც წარუმატებელი ხარ. Microsoft წარუმატებელია, რადგან  მიუხედავად  მისი პროგრამული უზრუნველყოფის  მილიონობით მომხმარებლისა,  მომავალი მაინც Apple – ს ეკუთვნის. ან ეკუთვნოდა. გუშინდელი Surface–ის ღონისძიების შემდეგ – ისინი ქედმაღლურად არ შეიმჩნიეს – გეიტსის „შვილებმა“ უნდა მოიპოვონ იარაღი ჯობსის მემკვიდრეების შესაჩერებლად. ან როგორც მინიმუმი, გახადონ ისევ ყველასათვის შესანიშნავი. ეს იარაღი Microsoft –ის Surface–ია. ის მშვენიერია. მშვენიერი, ფუნქციონალური, მარტივი და  იმსახურებს სერიოზულ  ყურადღებას. მან უკანა პლანზე გადაწია MacBook Air და  iPad, რადგან ზუსტად მიჰყვებოდა ყველაფერს, რაც ძვირფასი იყო Apple–ის ჯონი აივისთვის, ჯიდაის დიზაინის ავტორის დიეტერ რამსის 10 პრინციპის მიხედვით:

კარგი დიზაინის პრინციპები აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფისთვის

კარგი დიზაინი– ინოვაციური დიზაინია

Surface იყენებს წარმოების ახალ პროცესს – VaporMg – რაც ამცირებს მის წონას, მაგრამ ტოვებს სიმყარეს. ეს პროცესი ხელს უწყობს ასევე ჩაშენებულ დასადგამს, რომელიც უხილავი ხდება ტაბლეტის „რეჟიმში“. შეიძლება ეს აშკარაა, მაგრამ  ინოვაციაა მაინც –  მარტივად გადასვლა ლეპტოპის რეჟიმში. მსგავსი რამ ხდება, როდესაც ზედაპირი კლავიატურის სახით გამოიყენება –დიზაინის საავტორო ინოვაცია.  კვლავ multi-touch და მგრძნობიარე კალმის ტექნოლოგიის კომბინაცია  Pro მოდელში. ეს არის ის, რასაც დღესდღეობით თქვენ ვერ ნახავთ სხვა ტაბლეტსა თუ კომპიუტერში.

პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლის გამოცდილება ასევე ინოვაციურია. ეს არ არის მხოლოდ Palm –ის ან ნიუტონის „ტრამპლინის“ განვითარება. Metro–ს „ცოცხალი ფილები“ გვთავაზობენ ინფორაციას რეალურ დროში და არ საჭიროებენ აპლიკაციის გაშვებას. ის საშუალებას იძლევა მრავალფეროვანი სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. ის შექმნილი იყო ნულიდან სენსორამდე და ასევე მუშაობს ფიზიკურ კლავიატურასთან და   trackpad –თან.

კარგი დიზაინი აქცევს პროდუქტს სასრაგებლო პროდუქტად

სენსორული ეკრანი, კლავიატურა მძლავრ Ivy Bridge –ის ტვინთან ერთად Pro ვერსიაში აქცევს Surface უფრო გამოყენებადად  ნებისმიერ ადგილზე.  ტაბლეტებზე და ულტრაბუკებზე მეტად გამოყენებადად.  ის „ეგუება“ გამოყენებას ნებისმიერ დროს და ადგილს, იქნება ეს თქვენი დივანი, თუ საწერი მაგიდა. ფაქტობრივად ეს პირველი „აზრიანი“ ტრანსფორმირებადი კომპიუტერია.

და ასევე გაფართოებული პროგრამული უზრუნველყოფა – კვლავ „ცოცხალი“ ფილები, მრავალფუნქციონალობა და Surface –ის უნარი Photoshop –ის მსგავსი პროფესიონალური პროგრამების გაშვების, ანუ ერთნაირად გამოსადეგი როგორც გასართობად, ასევე სამუშაოდაც.

 • კარგი დიზაინი ესთეტიკურია

Surface არის განსაკუთრებით ესთეტიკური.  ის მშვენიერია (iPad და MacBook Air—ის მსგავსად) როგორც ჩართულ, ასევე გამორთულ მდგომარეობაში. მარტივი და გლუვი. პროგრამულ უზრუნველყოფას  კი ზუსტად იგივე ატრიბუტები გააჩნია.

ყველამ ვინც ნახა და შეეხო Surface –ს თვლის, რომ ის უბადლოა. მეტრო შესანიშნავია მისთვის: ფერადი, მარტივი, OS X და  iOS საშინელი ხელოვნური სკეომორფიზმის გარეშე.

კარგი დიზაინი გვეხმარება პროდუქტის შემეცნებაში

Surface’–ის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა  „თვითახსნადია“. სამი წამის შემდეგ თქვენ უკვე იცით როგორ ტრანსფორმირდება ის ტაბლეტიდან ულტრაბუკად. ჩართეთ ის და თქვენ სწრაფად და სრულად გაიცნობთ Metro-ს, მისი დახვეწილი მახასიათებლებით.

• კარგი დიზაინი თავს არ გვაბეზრებს

Surface –თან თქვენ არაფერი დაგიდგებათ წინ. ეს არის მაქსიმალურად კომფორტული სატარებელი ტაბლეტი „ბრძენი“ აპარატურული უზრუნველყოფით. Microsoft აცხადებს, რომ ულტრაბუკის რეჟიმში კლავიატურა არის ყველა სხვა კლავიატურაზე უკეთესი–  ეს კლავიატურა მკვეთრად სადაა და ქრება, როდესაც აფარებთ  დისპლეის. ჩაშენებული trackpad –ის საშუალებით შეგიძლიათ „ხელაუღებლად“ დაარედაქტიროთ დოკუმენტი. სწრაფია  და რა თქმა უნდა Apple –ის უსადენო აქსესუარებზე უფრო ელეგანტური.

კვლავ მსგავსი დაემართა „ბრძენი“ აპარატურული უზრუნველყოფით Metro –ს. მას გზად არასდროს ხვდება ყველაზე მნიშნელოვანი რამ: თქვენი ინფორმაცია.

კარგი დიზაინი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია

ხელოვნურობას მოკლებული, Surface და Metro, ორივე შექმნილია სათანადო ფუნქციების შესასრულებლად. ეს არ  არის მხოლოდ ლამაზი „თვალის გასახარებელი“ გარეგნობა. თითოეული რკალი, თითოეული ნაწილი და მცირე ელემენტიც კი აპარატურულ უზრუნველყოფაში შექმნილია თავისი „მისიის“ სრულყოფილად შესრულებისთვის.  Metro – ში, მცირე ანიმაციასაც კი გააჩნია მნიშვნელობა. არაფერია აქ მხოლოდ გასართობად. iOS და OS X განსხვავებით არაფერია ხელოვნური და არაფერი რეალური ობიექტების „მსგავსი“, ყველაფერს გააჩნია საკუთარი რეალური მუშა ფუნქცია.

კარგი დიზაინი მტკიცეა

Microsoft ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ VaporMg პროცესი ძალზე მტკიცეა. ეკარნის მინა არის Gorilla 2, საუკეთესო, რაც  კი დღესდღეობით არსებობს. კლავიატურაც მყარად შექმნილი აღმოჩნდა.  Metro გაუძლებს დროის გამოცდას, რადგან არ იყენებს მოძველებულ ვიზუალურ მეტაფორებს.  ის გამჭვირვალეა მომხმარებლისთვის, სრული ინფორმირება, არანაირი „მორთულობა“.  iOS მასთან მოძველებულია. Metro –ს მომხმარებლების გამოცდილება დადებითია, და ასე იქნება სანამ ვიყენებთ სენსორულ ეკრანებს.

კარგი დიზაინისთვის უმცირესი დეტალიც კი მნიშვნელოვანია

ცხადია, Surface–ის ფილოსოფია მოიცავს აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფას. ყველაფერს გააჩნია საკუთარი პასუხისმგებლობის დონე. თითოეული დეტალი არის ერთი იდეის ნაწილი და პასუხისმგებელია ყველა პრინციპის მიხედვით.

ეს არის Apple –ის სუსტი წერტილი. აპარატურული უზრუნველყოფა ლოგიკურია უკანასკნელ დეტალამდე, მაგრამ მომხმარებლის გამოცდილება არ არის ლოგიკურად თანმიმდევრული. ობიექტურად და შედარებით, ეს გაუგებრობაა.

ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ, რომ Surface არის პროდუქტი, რომელსაც ჯონი აივი გააკეთებდა, რომ დაესრულებინა მომხმარებლის ინტერფეისის დიზაინის კონტროლი Apple – ში.

კარგი დიზაინი „შეთანხმებულია“ გარემოსთან

რადგან წარმოების პროცესის  შესახებ არ გაგვაჩნია დეტალები, ვერ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე.

კარგი დიზაინი რაც შეიძლება უფრო ნაკლებად დიზაინია

ორივე Microsoft–იც  და  Apple–იც მკაცრად იცავენ ამ წესს.  Metro –ს დიზაინი მინიმალურია, iOS ან OS X–ის ბევრი არასაჭირო „მორთულობებისგან“ განსხავავებით. Metro –ს სამყაროში  ინფორმაცია უმთავრესია, ამიტომ თითოეული გრაფიკული ელემენტი მაქსიმალურად გამოყენებადია და მაქსიმალურად „მოაქვს“ ინფორმაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „არაფრის მთქმელი“ ელემენტი არ შეგხვდბათ.

შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებით? ლოგიკურია, ასეც უნდა იყოს.

Microsoft –ს აქვს რეალური შანსი „დაასუსტოს“ „დაუმარცხებელი“Apple –ის იმპერია, ან ოდნავ შეანელოს მაინც მისი „ბატონობა“. იმ შემთხვევაში, თუ ფასებითა და ბატარეის სამუშაო დროით შეძლებს კონკურენციის გაწევას Apple –ის შემოთავაზებებისთვის.

თუ ის შეასრულებს პირობას, თუ Microsoft Surface Pro ფასი არის $800 ან  $900 და  6–7 საათის განმავლობაშია ელემენტი მუშა, მაშინ ვითარება შეიცვლება.  ეს რთული იქნება, რადგან მათ ჯერ არ გააჩნიათ აპლიკაციების ეკოსისტემა, მაგრამ ესეც „მოვა“ საბოლოოდ.  Microsoft–ს გააჩნია სამომხმარებლო ბაზა, დეველოპერების ბაზა და პოტენციალი ამ ყველაფრის გასამტკიცებლად.

ერთადერთი რამ რაც გუშინდელ დღემდე აკლდა Microsoft –ს იყო უკეთესი პლატფორმა. ახლა კი ყველა დეტალი ადგილზეა და ის მზადაა „გასამარჯვებელი ბრძოლისთვის“, როგორც ძველ დროს.

ამ შემოდგომაზე ორი არჩევანი გვექნება: 1) MacBook Air სამუშაოდ და  iPad სათამაშოდ თუ 2) ულტრასწრაფი ტაბლეტი მშვენიერი დიზაინითა და დახვეწილი ინტერფეისით, რომელიც როგორც კომპიუტერია, ისე ულტრაბუკიც.

iPad იწყებს ახალ ერას კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, მაგრამ მისი უდაო აპარატურული ინოვაციებითა და სილამაზით, ის მხოლოდ მემკვიდრეობითია. MacBook Air შესაძლოა  საუკეთესო ულტრაბუკია, მაგრამ სამწუხაროდ ის უშვებს OS X/iOS Frankenlion,რაც წარმოადგენს უფრო წარსულს, ვიდრე მომავალს. ორივე მათგანი ძალზე კარგი და წარმატებული პროდუქტია, მაგრამ თუ განვიხილავთ მათ  აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლივი პაკეტის თვალსაზრისით, ის ვერ გაივლის რამსის 10 პრინციპისგან შემდეგარ ტესტს.

რაც შეეხება Surface–ს, ის სიახლეა, ის შეიძლება იყოს iPad –ის მსგავსი ტაბლეტი  და MacBook Air–ის მსგავსი ულტრაბუკი, ის ახალი პროდუქტია, რომელიც მოიცავს ძველის და ახლის წარმატებულ ელემენტებს და  გვპირდება შესანიშნავ მუშაობას.  Surface შეიძლება გახდეს პირველი მოწყობილობა, რომელიც ასრულებს iPad –ის მიერ წამოწყებულ ახალი კომპიუტერული ხანის დანაპირებს. იმედი მაქვს, რომ Apple სათანადოდ უპასუხებს ამ „გამოწვევას“.

მე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ! არა მხოლოდ იმიტომ რომ თავად Surface დიდებულად გამოიყურება, არამედ იმიტომ ,რომ ის გახლავთ კუპერტინოსა და სიეტლს შორის ახალი, მეტად საინტერესო „ბრძოლის“ მაუწყებელი. პაექრობის პროცესი დაიწყო შორეულ 80–ან წლებში,განსხვავება ის არის, რომ კლასიკურმა მოთამაშეებმა კვლავ გაინაწილეს როლები. Apple მოგებულია, მაგრამ ამავდროულად საკუთარი წარმატების და მემკვიდრეობის ტყვე გახლავთ.  Microsoft კი წაგებული, მაგრამ თავისუფალი, რადგან არაფერი აქვს დასაკარგი და ზუსტად ეს ფაქტი წარმოადგენს მის „მამოძრავებელ ძალას“ წარმატებისკენ. საინტერესოა, გააგრძელებს კი Apple ინოვაციებზე მუშაობას, თუ დაკმაყოფილდება სტივ ჯობსის მემკრიდრეობით?

რაც არ უნდა მოხდეს, შემოდგომას უნდა ველოდოთ „ომის“ დაწყებას.  ვფიქრობ, ძალზე საინტერესო იქნება.

კატეგორია: Hardware, ლეპტოპები, პლანშეტები .

კომენტარის დატოვება