markup logo

440

Microsoft–ის ცხრა პარტნიორმა დააანონსა პლანშეტები Intel Atom Windows 8–სთვის

tablet

კომპიუტერული ტექნიკის ცხრა უმსხვილესმა მწარმოებელმა დააანონსა პლანშეტები Microsoft Windows 8 ოპერაციული სისტემის ბაზაზე, ახალი მობილური მოწყობილობებისთვის ოპტიმიზირებული პროცესორით Intel Atom.  ახალი მოწყობილობები გამოვა გაყიდვაში Windows 8–ის გამოსვლის შემდეგ, რომლის რელიზიც შედგება 26 ოქტომბერს.

წინა თაობის Windows პლანშეტებისაგან განსხვავებით, რომლებიც გამოირჩეოდნენ დიდი წონით და სისქით და  ავტონომიური მუშაობის მცირე დროით, ახალმა მოწყობილობებმა უნდა გაუწიონ კონკურენცია Apple iPad–სა და Android  მოწყობილობებს.

Intel –სთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის პროდუქტი.  სტაგნაციის (განვითარების, მოძრაობის  გარეშე) სტადიაზე მყოფ პერსონალური კომპიუტერების ბაზრისგან განსხვავებით, მობილური მოწყობილობების გაყიდვები სწრაფად იზრდება. თანამედროვე პლანშეტების უმეტესობა, მათ შორის ბაზრის ლიდერი Apple iPad, იყენებს სხვა მწარმოებლების პროცესორებს კონკურენტი ARM არქიტექტურის ბაზაზე.

ორბირთვიან პლანშეტებს Atom Z2760 (კოდური დასახელება Clover Trail) პროცესორებით Z2760 სიხშირით 1,8 GHz გამოუშვებენ კომპანიები Acer, ASUS, Dell, Fujitsu, HP, Lenovo, LG Electronics, Samsung და ZTE.  მოწყობილობების უმეტესობის ფასი ჯერჯერობით არ გაჟღერებულა, გარდა Samsung Smart PC (Series 5 Slate)–ის მოდელებისა, რომლების ფასიც იქნება 649 – 749 დოლარი კომპლექტაციიდან გამომდინარე.

Z2760 –ის დაბალი ენერგომოხმარების საშუალებით შესაძლებელი გახდა გამაღიზიანებელი გამაგრილებლების ამოღება.  უმეტესობა ანონსირებულ მოდელებს გააჩნიათ უფრო დიდი iPad –თან შედარებით დისპლეი 11,6 დიუიმის დიაგონალით, USB  პორტებით, კომპლექტდება  მისამაგრებელი კლავიატურით, რომელიც აქცევს პლანშეტს ნოუტბუქის სახეობად.

კატეგორია: Hardware, პლანშეტები .

კომენტარის დატოვება