markup logo

734

Microsoft–ის უფროსი ემუქრება Apple–ს: „ქვას ქვაზე არ დავტოვებთო“

m8

Microsoft–ის გენერალური დირექტორი სტივ ბალმერის CNN–თან ინტერვიუში გაჟღერებულ იქნა დაპირება,  რომ მისი კომპანია „ქვას ქვაზე არ დატოვებს“ Apple-ისგან. ამგვარი დაპირების საფუძველს მას აძლევს  ОС Windows 8 –ის ბაზაზე შექმნილი პირველი მოწყობილობების პარტია, რომელიც გამოვა ოქტომბრის თვეში.  როგორც ჩანს, სოფტვერული გიგანტის უფროსი Apple –ის მსგავსად კონკურენტებზე სატრაბახო –აგრესიული გამოსვლებით მოქმედების  მიდგომას მისდევს.

ბალმერის  თქმით, Microsoft –ს გააჩნია უპირატესობა წარმოების, მენეჯმენტის და კომპანიის მართვის სფეროებში. „ჩვენ არ დავუთმობთ Apple–ს არც სამომხმარებლო „ღრუბელს“, არც პროგრამულ ინოვაციებს. ეს არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ცხოვრების პერიოდში“, – დასძინა ბალმერმა.

Microsoft –ის უფროსმა განაცხადა Apple –თან ბრძოლის ახალი ფრონტის შექმნის თაობაზე , Surface –ის ანონსირების შემდეგ. ამ პლანშეტის შემუშავებაზე Microsoft მუშაობდა iPhone –ის და iPad–ის მწარმოებლის მსგავსად,  დამოუკიდებლად შექმნა შიგთავსი და სოფტი.

Surface დაანონსეს   ივნისში, მაშინ როდესაც Microsoft –მა წარადგინა მოწყობილობის ორი მოდელი : Nvidia პროცესორი ARM  არქიტექტურით და Intel Core პროცესორი Intel x86 არქიტექტურით.

Microsoft Surface –ის ფასი იქნება არანაკლებ 599 და 799 დოლარისა, მოდელიდან გამომდინარე.   პირველი მოდელის  32 და 64 გბ მეხსიერებით გამოშვება იგეგმება ოქტომბრისთვის, Windows 8 – ის გამოშვებასთან ერთად.  მეორე მოდელი კი (64 და 128 გბ) – ერთი თვის შემდეგ, ანუ ნოემბერში.

შემოდგომას Apple და Microsoft შეებრძოლებიან ერთმანეთს არა მხოლოდ პლანშეტურ ბაზარზე.  ივლისში გამოდის სამაგიდო ოპერაციული სისტემა Mac OS X (Mountain Lion), ოქტომბერში კი Windows –ის დებიუტია მოსალოდნელი. და მეტიც, სექტემბერ–ოქტომბერში უნდა ველოდოთ მობილურ პლატფორმას Apple iOS 6, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს Microsoft Windows Phone 8–სთან ერთად.

სტივ ბალმერმა ჩაწერა ინტერვიუ ტორონტოს  Worldwide Partner 2012 Microsoft –ის პარტნიორებისთვის ორგანიზებულ კონფერენციის   შემდეგ. ამ კონფერენციაზე, კომპანიის უფროსმა განაცხადა დიდი (27, 55 და 82 დიუიმის დიაგონალით) თხევადკრისტალური  მულტიტაჩ ტექნოლოგიის დისპლეების მწარმოებელი კომპანიის Perceptive Pixel–ის ყიდვის შესახებ.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება