markup logo

849

LG–მ შეიმუშავა ახალი ტიპის ელასტიური ბატარეა: კაბელი იქცა აკუმულატორად

cable

კომპანია LG –მ შეიმუშავა ელასტიური აკუმულატორების წარმოების მარტივი და ეფექტური ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოქნილი ლითიუმ–იონური ბატარეების შექმნა  მავთულის სახით. შეიძლება მავთულის გადახრა, შეკვრა და ქსოვილშიც ჩაქსოვა.

ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ამგვარი ბატარეა ფუნქციონირებს მრავალი მექანიკური მანიპულაციის შემდეგაც. თუმცა, ტექნოლოგია ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფილებისაგან, გაშლილ მდგომარეობაში აკუმულატორი გაცილებით უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე მოკეცილი.

ამ მიმართულებით მომუშავე სხვა მეცნიერები ცდილობდნენ სპეციალური დრეკადი მასალების შექმნას ნანოტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე იყო პროექტები აკუმულატორის ფენის დადების მოწყობილობის ზედაპირზე. ამ იდეებს დღემდე არ მოუტანია რეალური შედეგი. კორეელებმა კი უბრალოდ განათავსეს კლასიკური აკუმულატორი კაბელის შიგნით.

კონსტრუქცია შექმნილია ნიკელის და კალის  დამზადებული თხელი შენადნობით დაფარული  სპილენძის თხელი ძაფების საფუძველზე. ისინი ასრულებენ ანოდის ფუნქციას. სპილენძის მავთულზე განთავსებულია ლითიუმ–კობალტის შრით დაფარული ალუმინის გამტარი. ის ასრულებს კათოდის ფუნქციას. ამ შრეებს შორის განთავსებულია ელექტროლიტური სითხე, გარედან კი კონსტრუქცია დაფარულია იზოლატორით. კაბელის სისქე სულ რაღაც რამდენიმე მილიმეტრია.

გარდა ამისა, შესაძლებელია ახალი აკუმულატორის ძაფების ტანსაცმელში ჩაწნა.  ამგვარად, იქნება შესაძლებელი, მაგალითად ჯემპრის შექმნა ჩაშენებული გამათბობელით, რომლისგანაც ასევე შესაძლებელი იქნება სმარტფონების და ნოუტბუქების დატენვაც.  ახალი ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობები იზღუდება მხოლოდ დეველოპერების ფანტაზიით.

კვლევითმა დეპარტამენტმა დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 1999 წლიდან, და, როგორც ჩანს, LG –ს ცამეტწლიანმა მუშაობამ შესაძლებელია რევოლუცია მოახდინოს ბაზარზე.

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება