markup logo

915

LG–მ ოფიციალურად წარადგინა ახალი ფლაგმანი – სმარტფონი Optimus G

optimusG

სამხრეთ კორეულმა კომპანია LG Electronics–მა გამოიტანა 4 ბირთვიანი პროცესორის Qualcomm Snapdragon S4 Pro ბაზაზე, ტაქტური სიხშირით 1, 5 Hz high-end კლასის Android სმარტფონის ახალი მოდელი – მაღალწარმადობის და ფუნქციონალური Optimus G. დღესდღეობით ეს გახლავთ მობილური მოწყობილობებისთვის ყველაზე მაღალწარმადობიანი პროცესორი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა – 2 GB, ჩაშენებული ფლეშ–შემგროვებელი – 32 GB.    

მოწყობილობა აღჭურვილია 13 მეგაპიქსელიანი კამერით, რომელიც ასრულებს ხმოვან ბრძანებებს, 4,7 დიუიმიანი ეკრანით და გაფართოებით  HD (1280 × 768 წერტილი)– უფრო მკვეთრი გამოსახულებით ვიდრე iPhone 5 და Galaxy S III.  Optimus G –ს IPS –დისპლეი შესრულებულია in-cell ტექნოლოგიით, რომლითაც, ჭორების მიხედვით, შესრულებული იქნება შემდეგი თაობის iPhone –ის დისპლეი.

ტრადიციული on-cell ტექნოლოგიისგან განსხვავებით, აშშ–ს ტერიტორიაზე Apple –ის მიერ უკვე დაპატენტებული ტექნოლოგია  in-cell ითვალისწინებს უშუალოდ მატრიცის ფერების ფილტრში სენსორების ჩაშენებას.  თავად სამხრეთ კორეული კომპანია არ იყენებს ტერმინს in-cell, არამედ საუბრობს „LG–ს ახალ ტექნოლოგიაზე“, სადაც „სენსორი ინტეგრირებულია თხევადკისტალურ პანელში“. დისპლეებს  ახალი iPhone–სთვის  Samsung –ის ნაცვლად ახლა Sharp, Japan Display Inc, და LG Display აწარმოებენ.

LG Optimus G –ის კონფიგურირებაშია ასევე ძირითადი კამერა 13 მეგაპიქსელის გაფართოებით და კამერა 1,3 მეგაპიქსელი გაფართოებით ვიდეოკავშირისთვის. სმარტფონის კვებას უზრუნველყოფს 800 ციკლზე გათვლილი ბატარეა. მოწყობილობის გაბარიტებია: 131,9 х 68,9 х 8,45 მმ, წონა – 145 გრ.

სამშობლოში მოწყობილობა იქნება გაყიდვაში უკვე სექტემბრიდან, ხოლო მსოფლიო პრემიერა მოსალოდნელია მოგვიანებით, წლის ბოლომდე. სამხრეთ კორეაში Optimus G –ის ფასი იქნება 900 დოლარი.

მწარმოებელი ხსნის მაღალ ფასს ზემოაღწერილი „უნიკალური მაჩვენებლებით“ და მოწყობილობის „მრავალამოცანადობით“. ამტკიცებენ, რომ ახალი სმარტფონი თავისუფლად გადაირთვება რამდენიმე სხვა პროგრამას შორის, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს მაგალითად, უყუროს სატელევიზიო გადაცემას ტექსტური შეტყობინებების გაგზავნასთან ერთად. კიდევ ერთი ფუნქცია – Qslide – იძლევა ორი, ერთმანეთზე გადადებული  ნახევრადგამჭვირვალე ეკრანის ერთდროულად დათვალიერების  საშუალებას.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება