markup logo

853

Lenovo და ნაყინის სენდვიჩი

Lenovo-მ წარადგინა თავისი ახალი პლანშეტი IdeaPad S2109. პლანშეტი იმუშავებს ანდროიდის ბოლო, 4.0 ვერსიაზე,  ასევე ცნობილ როგორც ICS (Ice Cream Sandwich).

9.7 დიუიმიანი IPS თხევადკრისტალური ეკრანი, 1024×768 გაფართოებით, micro-HDMI და micro-USB პორტები, micro-SD ბარათის სლოტი. ეს ყოველივე საკმაოდ სტანდარტულად გამოიყურება, ანუ არაფერი განსაკუთრებული და აღმაფრთოვანებელი, თუმცა Lenovo-ს სტაბილურად მაღალი ხარისხი და ახალი ანდროიდი მაინც მაცდურად გამოიყურება. მითუმეტეს თუ პლანშეტს ადეკვატური ფასი ექნება.

კამერა (ვიდეო ჩატისთვის) პლანშეტს მხოლოდ წინა მხარეს ექნება,  და ისიც 1.3 მეგაპიქსელი. უკანა მხარეს სრულფასოვანი კამერის დაყენება Lenovo–მ  საერთოდაც ზედმეტად ჩათვალა, თუმცა მე ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, ყოველ შემთხვევაში ერთი ზუსტად მახსენდება, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ პლანშეტზე კამერას არაფერი ესაქმება. Lenovo გვპირდება, რომ S2109-ის ელემენტი 10 საათი იმუშავებს უწყვეტად.

ცენტრალურ პროცესორზე, ვიდეო აქსელერაციაზე და ოპერატიული მეხსიერების მოცულობაზე ჯერ არაფერია ცნობილი. აი პრომო ვიდეოს ნახვა კი აქ შეგიძლიათ

კატეგორია: Hardware, პლანშეტები .

კომენტარის დატოვება