markup logo

967

LaCie-მ წარადგინა ახალი Mac თავსებადი USB 3.0 გარე დრაივერები

LaCie

Lacie-მ დააანონსა USB 3.0 დრაივერების ახალი თაობა, უახლესი MacBook–ების ახალი  Ivy Bridge–ის ყველა პლიუსის მაქსიმალურად გამოყენებისთვის. ახალი Rugged Triple, Porsche Design P’9223 და P’9233 მოდელებში გამოყენებული  USB Attached SCSI Protocol (UAS) პროტოკოლის მეშვეობით,  შესაძლებელია  მონაცემებთან მუშაობა მაქსიმალური სისწრაფით   Lion ან Mountain Lion ოპერაციულ სისტემებში. თუ თქვენ ეძებთ მსგავს კოხთა შესანახ მოწყობილობას, ის ხელმისაწვდომია  Apple stores–ში და ზაფხულის განმავლობაში LaCie–ს ვებ საიტზე.

ლონდონი – LaCie–მ განაცხადა მთლიანი USB 3.0 პორტფოლიოს განახლების და USB 3.0 პროდუქტების მეორე თაობის პროდუქტების გამოშვების შესახებ. ზაფხულში USB 3.0 შემდეგი  თაობის პროდუქტები გაიყიდება Apple –ის ქსელში.

 

ბოლო სამი წლის განმავლობაში LaCie–მ მიაწოდა USB 3.0 ვერსია მილიონობით  Mac და PC კომპიუტერების მომხმარებლებს.  ამ გამოცდილებაზე და ხელსაყრელ მომენტზე დაყრდნობით LaCie –მ განაახლა USB 3.0 ასორტიმენტი, რათა მთლიანად იყოს შესაძლებელი Intel’s Ivy Bridge პროცესორებიანი „მშობლიური“ USB 3.0 –ის ინტერფეისიანი კომპიუტერების უპირატესობების გამოყენება.  LaCie –ის  ახალი USB 3.0  სავსებით შეეტყვისება  OS X Lion და Mountain Lion–ს.  რადგან გამოიყენება  UAS –ს პროტოკოლი Macbook Air, Macbook Pro და  Macbook Pro with Retina Display კომპიუტერების მფლობელები მაქსიმალურად „იგრძნობენ“ USB 3.0 –ს წარმადობას.

„LaCie–ში ჩვენ ყველანი მთლიანად მივეძღვენით USB 3.0. შედეგად, გამოვიტანეთ ბაზარზე USB 3.0 შემნახველთა ფართო ასორტიმენტი“, ამბობს LaCie–ს პროფესიული ბიზნეს მენეჯერი ერვან ჯირარდი.  „ჩვენ ჩავატარეთ ამომწურავი ექსპერტიზა და შევქმენით საუკეთესო პროდუქტი Mac მომხმარებლებისთვის. LaCie’–ს  USB 3.0 მეორე თაობის პროდუქტი არის ისეთი სწრაფი და დახვეწილი, როგორც არასდროს”.

ყვალეფარი, დაწყებული კაბელებით და USB კოდებით, დამთავრებული პროფესიონალური RAID შემნახველი გადაწყვეტილებებით, იქნა შეცვლილი, წარმადობის დასახვეწად.  LaCie –ის მიერ ამჟამად ანონსირებული RuggedKey აღწევს  150MB/წ – 32GB სიჩქარეს და გახლავთ ერთ–ერთი ყველაზე სწრაფი USB კოდი ბაზარზე. პოპულარულმა Rugged Triple, და  Porsche Design P’9223 და P’9233 ასევე განიცადეს მოდიფიცირება და დაიხვეწნენ Mac –სთვის. გაყიდვაში კი ამ ზაფხულს შემოვა.

LaCie –ის მეორე თაობის USB 3.0 ხელმისაწვდომი იქნება ყველგან  Apple–ის, თავად  LaCie–ის სავაჭრო აგენტების და  LaCie –ის ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. 

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება