markup logo

561

Kingston HyperX Cloud – Kingston -ის ყურსასმენი „გეიმერებისთვის“

gein

კომპანია ქინგსტონი, რომელიც ცნობილია ხარისხიანი მეხსიერების ბარათებისა და SSD-დისკების წარმოებით, ამჯერად ახალი სათამაშო გარნიტურის გამოშვება გადაწყვიტა.
კომპიუტერული თამაშების მოყვარულთა შორის კარგად ცნობილი ბრენდის, Kingston- ის სიახლეა Kingston HyperX Cloud ყურსასმენები.

ყურსასმენის კომპლექტაციაში შედის მიკროფონი, 2 დამაგრძელებელი, სამართავი პულტი, 2 გადამყვანი – ერთი თვითმფრინავში ყოფნისას გამოსაყენებელი აუდიომოსასმენი, მეორე – სმარტფონისა და მსგავსი გაჯეტებისთვის. ასევე კომპლექტში შედის შალითა და ხავერდით დაფარული დამატებითი ყურსასმენის ბალიშები.

Kingston-ის ყურსასმენი გარნიტურა HyperX Cloud გათვლილია, როგორც თამაშების მოყვარულთათვის, ასევე უნივერსალური მომხმარებლისთვის, ვისაც უყვარს თამაშები, მუსიკის მოსმენა ან ფილმების ყურება. Kingston-ის ყურსასმენის უპირატესობა მისი ხარისხია, საუკეთესო მასალებით დამზადებული, მაღალი ჟღერადობითა და მდიდარი კომპლექტაციით.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება