markup logo

1,632

iPad 2–ის ფასის შემცირებამ პლანშეტების ბაზარზე გაიაფება გამოიწვია

pads

როგორც ვიცით, როდესაც 2012 წლის 16 მარტს Apple – მა წარადგინა მესამე თაობის iPad, მისი წინამორბედის ფასი შემცირდა 100 დოლარით და „მოკრძალებულ“ $399–მდე დავარდა.

როგორც გაირკვა, ფასის ვარდნამ საგრძნობი  ზეგავლენა იქონია პლანშეტების ინდუსტრიაზე, რადგან   iPad–ის კონკურენტებიც იძულებულნი გახდნენ ასევე დაეგდოთ ფასი.   შედეგად, საშუალო გასაყიდი ფასი  დაეცა 21 პროცენტით 2012 წლის პირველი მეოთხედის განმავლობაში და შეადგინა საშუალოდ $361.

IMS Research მიხედვით, დაბალფასიან პლანშეტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

გამყიდველები გვთავაზობენ ორ სიახლეს მათი პროდუქციის გამოსარჩევად: დაბალი ფასი, როგორც ჩანს, არის მთავარი ფაქტორი, რომელიც მომხმარებელს  მოხიბლავს სხვა, არა  iPad–ის პლანშეტის საყიდლად.  მოვაჭრეების უმეტესობა კონცენტრირდება დაბალფასიან და ტექნიკურად უფრო სუსტ მოწყობილობების ბაზარზე.

ამ კატეგორიას მიეკუთვნება Amazon–ის Kindle Fire, უფრო მცირე ბრენდების და არაბრენდირებული (white-box) გამყიდველები. მოწყობილობების ღირებულება კი მერყეობს  200 დოლარიდან   ქვემოთ.

მიუხედავად იმისა რომ, მსოფლიო მასშტაბით 2011 წლის მეოთხე კვარტლიდან პლანშეტების მიწოდებამ  იკლო, 2012 წლის პირველ კვარტალში კვლავ სერიოზულ ზრდას აქვს ადგილი.

მომავალი განახლებული დაბალფასიანი პლანშეტების წარდგენა, როგორიცაა Kindle Fire  და, ჭორების თანახმად, Google – ის პლანშეტები, როგორც მოსალოდნელია, მოახდენენ მეტ ზეწოლას დაბალფასიანი პლანშეტების გამყიდველებზე წარმადობის გაუმჯობესების მხრივ, რაც, ამავდროულად არ შეცვლის ფასებს, ანუ დატოვებს მათ ისევ იმ დაბალ მაჩვენებელზე.

ეს კი ნამდვილად კარგი ამბავია!

კატეგორია: Hardware, პლანშეტები .

კომენტარის დატოვება