markup logo

398

Intel წარადგენს 21 ახალ პროცესორს: 16-ს პერსონალური კომპიუტერებისთვის და 5-ს ნოუტბუქისთვის

i7

მსოფლიოში უმსხვილესი ნახევარგამტარების მწარმოებელი ამერიკული კორპორაცია Intel ცოტა ხანში დაიწყებს პერსონალური კომპიუტერებისა და ნოუტბუქების პროცესორის 21 ახალი მოდელის მიწოდებას, მათ შორის არის ზემძლავრი ჩიპი Core i7, რომლის საბაზისო სიხშირე გაიზარდა 3 გიგაჰერცამდე.

რა სიხშირემდე შეიძლება ამ მაჩვენებლის გაზრდა არ ზუსტდება, მაგრამ Core i7-3920XM საბაზისო სიხშირით 2,9 გიგაჰერცი, რომელიც შეცვალა i7-3940XM –მა შეუძლია 3,8 გიგაჰერცამდე გაზარდოს სიხშირე. ახალი ჩიპის ღირებულება გახლავთ 1 096 დოლარი 1000 ცალის Intel –სგან პირდაპირი შეძენის შემთხვევაში. ასეთივე ფასი ჰქონდა 3290XM.

ოფიციალურ ანონსში საუბარია 16 ახალ პროცესორზე. პერსონალური კომპიუტერისთვის განკუთვნილია ოთხი Core i5, ხუთი Core i3, ექვსი Pentium და ერთი Celeron.  ნოუტბუქებისთვის – სამი Core i7 და ორი Celeron.

შვიდი პროცესორი ოთხბირთვიანია, ერთი– ერთბირთვიანი, დანარჩენი კი ორბირთვიანი. სიხშირე მერყეობს 1,5 დან 3,4 გიგაჰერცამდე მოდელიდან გამომდინარე.

წარდგენილი პროცესორებიდან ყველა არ მიეკუთვნება ჩიპების ბოლო თაობას Ivy Bridge: 22 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით შექმნილია მხოლოდ ათი მოდელი.  მათ რიცხვშია სამი ახალი პროცესორი Core i7 – i7-3740QM, i7-3840QM და i7-3940XM Extreme Edition.

პროცესორს i7-3740QM აქვს 6 MB ქეშ მეხსიერება, რვა ერთდროული ბრძანების ნაკადის მხარდაჭერა (Hyper-Threading) და სიხშირე 2,7 Hz. პროცესორი i7-3840QM ქეშ მეხსიერება შეადგენს 8 МБ, ასევე აქვს Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერა და სიხშირე 2,8 Hz.

მომდევნო კვირას სან–ფრანცისკოში ჩატარდება ყოველწლიური კონფერენცია Intel Developer Forum Intel –ის პარტნიორებისთვის, სადაც კომპანია წარადგენს Ivy Bridge –ის შემცვლელ Haswell მიკროარქიტექტურის  პირველ პროცესორებს სახელად მეოთხე თაობის Core პროცესორები, რომლებიც არსებულ ჩიპებთან შედარებით ორჯერ ნაკლებ ენერგიას საჭიროებენ.

კატეგორია: Hardware, PC, ლეპტოპები .

კომენტარის დატოვება