markup logo

406

Intel-მა შექმნა ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი Project Alloy

Intel -მა წარმოადგინა თავისი შექმნილი “გაერთიანებული რეალობის” ჩაფხუტი. მოწყობილობის განსაკუთრებულობა, გარემოში არსებული ობიექტებისა და ვურტუალური სივრცის შერწყმაში გამოიხატება.

ჩაფხუტის ტარების დროსაც თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ თქვენს გარშემო მყოფი რეალური ნივთები.

კომპლექტი არის მთლიანად დამოუკიდებელი, მას გააჩნია საკმარისი გამოთვლითი სიმძლავრე ვირტუალური რეალობის შესაქმნელად და ყველა საჭირო ელემენტი მისი მართვისთვის.

Project Alloy-ს Windows10 მხარდაჭერა აქვს, რადგან Intel -ი და Microsoft ერთად მუშაობენ ახალ ტექნოლოგიაზე.

Intel არ გეგმავს აწარმოოს და გაყიდოს თავისი მოწყობილობა მომხმარებელზე, არამედ გეგმავს, ჩაფხუტი Project Alloy გადასცეს სხვა კომპანიებს უკვე მომავალ წელს.

იხილეთ ვიდეო

კატეგორია:

კომენტარის დატოვება