markup logo

384

Intel–ის ხელმძღვანელს წამოსცდა: Windows 8 არ არის მზად და შეცდომებით გამოვა

8w8

Windows 8 გამოვა ოქტომბრის ბოლოს უამრავი ხარვეზით, მაგრამ Microsoft არ აპირებს  გადადებას. კომპანიაში თვლიან, რომ დარჩენილი შეცდომების გამოსწორება შეიძლება ახალი პროდუქტის ბაზარზე გამოტანის შემდეგაც. ამის შესახებ ისაუბრა პოლ ოტელინიმ Microsoft –ის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორის, Intel–ის გენერალურმა დირექტორმა. ტაივანში თანამშრომლების ღონისძიებაზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ოპერაციული სისტემა საჭიროებს გაუმჯობესებას.

Windows 8 –ის სერიოზული ნაკლია ფირიანი ინტერფეისის მხარდაჭერით პროგრამების შეზღუდული ასორტიმენტი. გარდა ამისა, დიდი ალბათობით შეიქმნება პრობლემები დრაივერებთანაც. კომპიუტერების მწარმოებლებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო ყველა საჭირო დრაივერის მომზადებისთვის.

კორპორაცია Intel –მა განაცხადა, რომ არ გააკეთებს ოფიციალურ კომენტარს ხელმძღვანელის სიტყვებზე, რადგან შეხვედრა ტაივანში იყო დახურული ხასიათის.

უფრო ადრე დამოუკიდებელი ექსპერტები და ბლოგერები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ Windows 8 არ არის დასრულებული და ვარაუდობდნენ, რომ მისი გამოშვება ოქტომბრის ბოლოს – ეს არის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე და არა ტექნიკური თვალსაზრისით განსაზვრული ვადა.

Windows 8 გახდება პირველი ვერსია Microsoft–ის ოპერაციული სისტემის,  განკუთვნილი ტრადიციული კომპიუტერებისათვის და პლანშეტებისთვის ერთდროულად. ახალი სისტემის დებიუტი დაგეგმილია 26 ოქტომბრისთვის.

Microsoft დიდ იმედებს ამყარებს Windows 8–ზე, როგორც შემდეგი თაობის ოპერაციულ სისტემაზე ნოუტბუქებისთვის და სამაგიდო კომპიუტერებისთვის და ასევე, როგორც Apple –ის მთავარ კონკურენტის შემჭიდროვების პლანშეტების პერსპექტიულ ბაზარზე.

პრაქტიკულად ყველა მოწინავე ელექტრონიკის მწარმოებელმა შემოდგომისთვის დაგეგმა  სხვადასხვა მოდელების Windows –ით მოწყობილობების გამოშვება.

ექსპერტები თვლიან, რომ Microsoft –ზე ზეწოლა განახორციელეს ტექნიკის მწარმოებლებმა, რომლებსაც სურდათ ახალი მოწყობილობების გაყიდვაში გაშვება არა უგვიანეს ნოემბრისა.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ Microsoft –მა ჯერ კიდევ არ განაახლა Windows 8–ში ბრაუზერი Internet Explorer 10, რომელიც შეიცავს კრიტიკულ  სისუსტეს Adobe Flash Player ჩაშენებულ პლაგინში. სოფტვერული გიგანტი მხოლოდ ჰპირდება მომხმარებელს შესაბამის განახლებას 26 ოქტომბრისთვის, ანუ Adobe –ის მიერ გამოშვებულ პლეერის განახლების გამოსვლის ორი თვის შემდეგ.

გარდა ამისა, რუსულმა კომპანია Positive Research –მა აღმოაჩინა Windows 8–ის RTM ვერსიაში Intel –ის მიერ ახლახანს წარდგენილი დამცავი ტექნოლოგია SMEP–ის გვერდის ავლის საშუალება, რაც მეტყველებს სისტემის ნაკლებ დაცულობაზე და მეტ სისუსტეზე.

კატეგორია: OS, Software .

კომენტარის დატოვება