markup logo

1,012

InstallGuard თავდაცვა ყოველთვის საჭიროა

sg

როდესაც ერთ კომპიუტერზე რამდენიმე ადამიანი მუშაობს და მათი ნაწილი შედარებით ახალბედაა, ხშირია შემთხვევები, როდესაც სისტემაში ყოვლად გაურკვეველი წარმოშობის და საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის პროგრამები დაგხვდებათ ინსტალირებლი. როგორც რეალურ სამყაროში, ასევე ინტერნეტ სივრცეში სეირნობისასაც საჭიროა გარკვეული „ჰიგიენის“ დაცვა, რათა არ ავიკიდოთ ყველანაირი გამოუსადეგარი და, ხშირ შემთხვევაში, მავნე პროგრამული უზრუნველყოფა. თუ ერთხელაც მიუჯექით თქვენ საყვარელ კომპს და აღმოაჩინეთ უამრავი სარეკლამო თულბარი თუ ბანერი, ფაქტია რომ ვიღაც უყურადღებოდ მიუდგა საქმეს და next-next-ის პრინციპით გაავსო სისტემა უსარგებლო შლაკით.

ამჯერად საუბარი გვექნება მსგავსი უსიამოვნო სიტუაციებისაგან თავის ასარიდებელ მინი უტილიტაზე – InstallGuard-ზე, რომელიც დაგვეხმარება მაქსიმალურად დავიცვათ თავი გამოუცდელი მომხმარებლის უაზრო ქმედებებისაგან.

მსგავსი დანიშნულების პროგრამები მრავალი არსებობს და თავად მომხმარებლის გემოვნებაზე ან მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული, თუ რომელს ამჯობინებს, მაგრამ InstallGuard შედარებით მარტივი მოსახმარია და საკმაოდ მოქნილად შეიძლება მისი კონფიგურირება.

InstallGuard_001

InstallGuard მოქმედებს სისტემის მომენტალური ფიქსაციის მეთოდით და თუ რა სიხშირით მოხდეს ეს, ამას თავად მომხამრებელი ადგენს. ყოველი მოქმედება ავტომატურად იწერება ცალკე განყოფილება Snapshot History-ში, საიდანაც ნებისმიერი ფაზის დაბრუნებაა შესაძლებელი. სიას გადახედავთ და ყველაზე ოპტიმალურ დროს აარჩევთ, რათა იმ პერიოდში დაბრუნდეს სისტემური ფაილების მდგომარეობა და არასანქცირებული ჩარევის შედეგები გაქრეს.

გარდა ამისა შეგვიძლია ავკრძალოთ MSIEXEC და SETUP პროცესების გაშვებაც, რომელთა ავტომატურ ინიცირებას ბევრი პროგრამული უზრუნველყოფა დაუკითხავად ახდენს.

თავად InstallGuard პაროლითაა დაცული და თქვენს დაუკითხავად ვერავინ შეძლებს მის გათიშვას ან შიდა პარამეტრების შეცვლას, მაგრამ თუ ერთ კომპიუტერთან რამდენიმე, მაგრამ გამოცდილი სპეციალისტი მუშაობს, მაშინ შესაძლებელია Manage Whitelist-ის მეშვეობით თითოეულ მომხმარებელზე ინდივიდუალური ნებართვები გავცეთ –  ვის ავუკრძალოთ ყველაფერი და ვის ჰქონდეს მოქმედების მეტი თავისუფლება.

InstallGuard მუშაობს Windows-ის გარემოში დაწყებული Windows XP, Vista და Windows 7, დამთავრებული Windows 8, რომლის მხარდაჭერაც უახლოეს პერიოდში დაემატება. თუ ხსენებული უტილიტა მოგეწონათ, შეგიძლიათ მწარმოებლის საიტიდან გადმოიწეროთ. საბედნიეროდ, იგი უფასოა და გამოყენებაზე არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული (ერთი-ორი სარეკლამო ბანერი სათვალავში ჩასაგდები არ არის).

http://www.completelock.com/InstallGuardSetup.exe

კატეგორია: Software .

კომენტარის დატოვება