markup logo

349

Inpaint 4.5 ახლა კიდევ უფრო ჩქარი

inpaint

გამოვიდა მეტად საინტერესო გრაფიკული რედაქტორის Inpaint-ის ახალი ვერსია ნომრით 4.5, რომლის ძირითადი დანიშნულება ციფრულ გამოსახულებაზე არასასურველი ელემენტების მაქსიმალურად სწრაფი  და, რაც მთავარია, ხარისხიანი მოცილებაა.

ინტერფეისი საკმაოდ გამარტივებულია და გასაგებია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის რომელსაც რაიმე სპეციალური ცოდნა არ მოეთხოვება, რადგან იუზერთა უმეტესობისათვის სრულიად საკმარისია მარტივი, მაგრამ ეფექტური პროგრამების გამოყენება.

მუშაობა იწყება გამოსახულებაზე არასასურველი ობიექტის მონიშვნით (მონიშვნის მეთოდები რამოდენიმეა და კონკრეტული შემთხვევის ან მომხმარებლის პრიორიტეტზეა დამოკიდებული), რის შემდგომაც ჯადოსნურ  ღილაკ  Inpaint-ის დაჭერის შემდგომ მონიშნული ელემენტი „უკვალოდ“ ქრება, ხოლო მის ადგილზე გენერირდება ირგვლივ არსებული გარემოს ელემენტები. თუ შედეგი არადამაკმაყოფილებელი გამოდგება, მომხმარებელს ეძლევა შანსი საკუთარი შეხედულებისამებრ მიანიშნოს ის ელემენტები, რომლებმაც წაშლილი უბნის ადგილი უნდა დაიკავოს.

Inpaint 4.5_002

რამდენიმე ტესტის ჩატარების შემდგომ მინდა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება. Inpaint 4.5 შესანიშნავია, სწრაფი და მცირემასშტაბიანი კორექტივების შესატანად, მაგრამ ნუ ელოდებით რაიმე ზებუნებრივს. გამოსახულების დამუშავების ხარისხი პირდაპირ პროპორციულად გამოკიდებულია მოსაცილებელი ელემენტის ზომებზე და მის გარშემო არსებული კომპოზიციის სირთულეზე. მხოლოდ ჰოლივუდის ბლოკბასტერებშია მსგავსი პროგრამები, რომელშიც უზარმაზარ შენობებს და ზოგჯერ მთელს ბრბოსაც უკვალოდ აქრობს ისე, რომ ექსპერტებიც კი ვერ ხვდებიან გამოსახულებაში შეტანილ კორექტივებს. ეს ყველაფერი მითია, მაგრამ რეალურია მოვაცილოთ კადრში შემთხვევით გამოჩენილი ხელი, ჩავლილი ავტომობილი ან არაპრეზენტაბელური გამვლელი და ასე შემდეგ.

ხსენებული ფუნქციის გარდა პროგრამა გამოიყენება ძველი, დაზიანებული და გახუნებული ფოტოების რეტუშირება-რესტავრაციისათვისაც. ფოტომოყვარულს, ყოველგვარი სპეციალური ცოდნის გარეშე ეძლევა საშუალება მარტივად მოაცილოს ფოტოს ნაკაწრები, გაცვეთილი უბნები და სხვადასხვა დეფექტები. მართალია, მსგავსი ფუნქციები თანამედროვე პროფესიონალურ პროგრამებში უკვე დიდი ხანია ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მისი გამოყენებისათვის დამატებითი დრო და ცოდნაა საჭირო. Inpaint 4.5-კი უფასო, მარტივი და საკმაოდ სწრაფი საშუალებაა იოლი ოპერაციების ჩასატარებლად. რომ იტყვიან: „იაფი და იორღა“.

კატეგორია: Software, გრაფიკა, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება