markup logo

326

HP გეიმერებისთვის გამაგრილებელი სისტემის მქონე ყურსასმენებს წარადგენს

ამერკული ტექნოლოგიური კომპანია HP გეიმერებს სიურპრიზს ჰპირდება. გამაგრილებელი სისტემით აღჭურვილ ყურასმენს კომპანია 2018 წლის მეორენახევარში წარადგენს. ამის შესახებ Engadget-ი წერს.

სხვა მსგავსი მოწყობილობებისგან განსხვავებით მისმა შემქმნელებმა გადაწყვიტეს მოწყობილობაში ვენტილატორი ან გამაგრილებელი გელი არ გამოიყენონ. მათი თქმით, მოწყობილობაში არის თერმოელექტრო მოწყობილობა, რომელიც აკუსტიკური კამერიდან ატარებს და იღებს სითბოს.

ამის შესახებ კომპანიამ პეკინში გამართულ HP Gaming Festival-ზე განაცხადა და ღონისძიებაზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ HP-ის ახალ კომპიუტერში Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი იქნებოდა ინტეგრირებული. ახალ პროდუქტს კომპანია წლის ბოლოდე გამოუშვებს.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება