markup logo

913

Hitachi–მ მონაცემთა „სამუდამო“ შენახვის კვარცული სისტემის პროტოტიპი წარმოადგინა

hitachi

იაპონურმა კომპანია Hitachi –მ წარადგინა ციფრულ ფორმატში მონაცემთა შენახვის ექსპერიმენტალური სისტემის პროტოტიპი, სადაც ინფორმაციის მატარებელი წარმოადგენს 2 კვ/სმ და 2 მმ სისქის ოთხკუთხედი კვარცის მინას, რომელზეც შეიძლება 40 მეგაბაიტამდე ინფორმაციის ჩაწერა. 

დეველოპერების თქმით, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით  ინფორმაცია ინახება „ასობით მილიონი წელი“, ჩანაწერის სიმჭიდროვე კი უდრის ჩვეულებრივი  CD–ს მაჩვენებლებს.

Hitachi –ის წარმომადგენლის თქმით, ახალი სისტემა ორი საათის განმავლობაში აცხელებს მინას თხელი ლაზერით ათას გრადუსამდე, რის შემდეგაც მას  უკვე არც რადიაცია, არც წყალი და არც ქიმიკატების უმრავლესობა შეაშინებს. ასეთი მეთოდით ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა კი ათობით მილიონი წლის შემდეგაც იქნება შესაძლებელი.

მონაცემები იწერება ეგრეთ წოდებულ ორობით ფორმატში ლაზერული წერტილების მეშვეობით, რომლებიც კვარცის მინაზე ოთხ ფენად არის განლაგებული. ინჟინრები ამბობენ, რომ მინას უპრობლემოდ შეიძლება დამატებითი შრეებიც დაემატოს და შესაბამისად ინფორმაციის ჩაწერის სიმჭიდროვეც იმატებს.

იაპონურმა კომპანიამ გადაწყვიტა მონაცემების ახალი სისტემის შემუშავება, რადგან დღესდღეობით არ არსებობს ინფორმაციის რამდენიმე თაობისთვის მაინც შესანარჩუნებელი შემნახველი, თუ ინფორმაცია არ გადაიწერა უფრო ახალ შემნახველებზე.

თანამედროვე CD და ფირების სისტემები ინახავენ მონაცემებს საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, უმეტეს შემთხვევაში კი ათ წელზე მეტი ინფორმაცია ვერ ინახება. კვარცის მინა შეინახავს ინფორმაციას, სანამ მას ფიზიკურად არ გაანადგურებენ.

სიახლის კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ მონაცემთა ჩაწერის მეთოდი. ის წარმოადგენს მარტივ ორობით თანმიმდევრობას, რომლის წაკითხვაც შესაძლებელია არა მხოლოდ სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით, არამედ ჩვეულებრივი მიკროსკოპითაც.

კორნელის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ  ახლახანს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბიოლოგიური სახეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დედამიწაზე არის 10 მილიონი წელი – ამგვარად, ახალი შემნახველი შეინარჩუნებს მონაცემებს ჩვენს ცივილიზაციაზე დედამიწიდან ადამიანების მთლიანად გაქრობის შემდეგაც.

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება