markup logo

888

HALO-ს კინოკარიერა

„შორეულ“ 2001 წელს ,როდესაც Halo-ს პირველი ნაწილი მოევლინა ქვეყანას, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს უკვე აღარ იყო რიგითი კონსოლური და კომპიუტერული თამაში, რადგან იმდროინდელი სტანდარტებით შესანიშნავი გრაფიკის გარდა, გააზრებული და საინტერესო სიუჟეტიც გააჩნდა. მალევე დაირხა ხმები, რომ იგეგმებოდა ამ შედევრის ეკრანიზაცია რა თქმა უნდა შესაბამისი სცენარიული ადაპტაციის შემდგომ და ამ ყველაფრის რეალიზებისათვის ისეთი კორიფეც კი მოიაზრებოდა, როგორიცაა პიტერ ჯექსონი (გადაღებული აქვს უამრავი მხატვრული ფილმი, მაგრამ მასები მას უფრო „ბეჭდების მბრძანებლი“-ის რეჟისორად იცნობენ).

სამწუხაროდ გეგმები და მოლოდინი ერთია,  მწარე რეალობა კი მეორე. მითუმეტს, როდესაც ეს ფულს, დიდ ფულს ეხება. გადიოდა დრო, ეკრანიზაციის სასიკეთოდ კი არაფერი ჩანდა და ახლახანს გახდა ცნობილი, რომ სავარაუდოდ აღნიშნულ თამაშს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სახით ვერასოდეს ვიხილავთ. მიზეზი, როგორც ყოველთვის, ბანალურია: მფლობელის, კერძოდ კი Microsoft-ის სიხარბე. მიუხედავად იმისა,რომ უამრავი მსხვილი სტუდია ცდილობდა ეკრანიზაციის უფლების მოპოვებას, Microsoft-მა ვერცერთთან ვერ მოახერხა მოლაპარაკება, რადგან არანაირად არ სურდა იოტისოდენად  მაინც შეემცირებინა წილი შემოსავლებიდან და ამავე დროს თითქმის ულტიმატუმის სახით მოითხოვდა კინოწარმოების პროცესის სრულ კონტროლს. ყოველივე ეს  ეწინააღმდეგება როგორც საღ აზრს კომერციული თვალსაზრისით, ასევე კინოინდუსტრიის ეთიკის კანონებსაც,  საბოლოოდ კი სოფტვერულ გიგანტს Halo-სთან ერთად ამაყ მარტოობაში მოუწევს დარჩენა.

საბედნიეროდ მიუხედავად სიჯიუტისა და ზღვარსგადასული სიხარბისა, საღი აზრი ნაწილობრივად მიანც ცოცხლობს მეგაკორპორაციის კედლებში, რადგან სრულმეტრაჟიან ვარიანტზე უარის შემდგომ გადაწყდა თამაშის მოტივებზე მინი სერიალის შექმნა, სახელად Forward Unto Dawn, რომელიც Halo 4-ის რელიზთან ერთად მოხდება. არსებული ინფორმაციით ჯერჯერობით მხოლოდ 5 სერია მოიაზრება, მაგრამ თუ რა იქნება რეალურად  მხოლოდ ComicCon 2012-ზე შევიტყობთ.

თავად Halo 4 2012 წლის ნოემბერში გამოდის Xbox 360-ის პლატფორმაზე და სავარაუდოდ სერიალსაც ამ პერიოდისათვის უნდა ველოდოთ.

კატეგორია: თამაშები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება