markup logo

906

Google ყიდულობს სახის ამოცნობის ტექნოლოგიის შემმუშავებელ უკრაინულ კომპანიას

ukra

კორპორაცია Google ახლოსაა ხელშეკრულების გაფორმებასთან უკრაინულ კომპანია Viewdle –სთან, რომელიც მუშაობს სახეების ამოცნობის ავტომატურ ტექნოლოგიებზე. ამ საქმესთან ახლოს მყოფი წყაროების ცნობით, Google დაფიქრდა ამ კომპანიის შეძენის თაობაზე ერთი წლის წინ, თუმცა დღესდღეობით არცერთი კომპანია არ აკეთებს კომენტარს გაყიდვის შესაძლებლობაზე.  

ანალიტიკოსების თქმით, ეს შენაძენი მნიშვნელოვანია Google –სთვის, რადგან Viewdle –ის ტექნოლოგიები კარგად ემთხვევა Google+, Android და Picasa–ს სისტემების განვითარების სტრატეგიას, მით უმეტეს, რომ ინტერნეტ გიგანტი სულ უფრო ხშირად მუშაობს  სახეების ამომცნობ სისტემებთან მომხმარებლების მიერ განთავსებულ ფოტოებში.   უფრო ადრე ინტერნეტ გიგანტმა უკვე შეიძინა ორი მსგავსი კომპანია: Neven Vision და PittPatt.  ისინი ასევე ამოცნობის ტექნოლოგიებზე მუშაობენ. პირველი დაუჯდა Google –ს 45 მილიონი დოლარი, მეორე კი – 38 მილიონი. ეხლა კი Google  –სთან ახლოს მყოფი პირები ამბობენ რომ უკრაინული კომპანია შეიძლება გაიყიდოს  30-45 მილიონ დოლარად.

Viewdle შეიქმნა 2006 წელს, კიევის კიბერნეტიკის ინსტიტუტის გამოსახულების ამოცნობის პერსპექტიული სამუშაოების საფუძველზე. დღესდღეობით სათავო ოფისი მდებარეობს კალიფორნიაში, შემუშავების ცენტრები კი –  ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში და უკრაინაში. შტატში 34 ადამიანია.

Viewdle –ის ნამუშევრების რიგშია მობილური აპლიკაცია SocialCamera, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფოტოებზე Facebook –იდან მეგობრების  ავტომატურად  აღნიშვნა, ფოტოების გაზიარება, ასევე აპლიკაცია  Viewdle Uploader, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფოტოებზე მეგობრების აღნიშვნა და ფოტოების Facebook –ში ატვირთვა პირდაპირ საქაღალდეებიდან.  გარდა ამისა, არის რამდენიმე თამაში, მათ შორის ThirdEye Android პლატფორმისთვის. და ბოლოს, კომპანია ფლობს რამდენიმე პატენტს ამოცნობის ტექნოლოგიების სფეროში.

სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ბოლო დროს ასევე იჩენენ ინტერესს სახეების ამომცნობ ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიებისადმი.

წელს Facebook –მა 60 მილიონ დოლარად შეიძინა Face.com, რომლის თანამფლობელიც იყო  “yandex”. 2010 წელს  28 მილიონ დოლარად Apple –მა იყიდა კომპანია Polar Rose.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება