markup logo

732

Google ყიდის Motorola Mobility–ის აქტივებს

googlemoto

Google–ს სურს სატელიტური რესივერებისა და სატელევიზიო დამატებითი აღჭურვილობის Motorola Mobility –ის დეპარტამენტის გაყიდვა. მყიდველის ძიებით დაკავებულია ბანკი Barclays.  Bloomberg–ის წყაროები ამბობენ, რომ ჯერჯერობით გაყიდვის პროცესი დაწყებით სტადიაზეა, მაგრამ Google აპირებს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის მიღებას ამ დეპარტამენტის გაყიდვით.

უფრო ადრე ინტერნეტ გიგანტმა განაცხადა, რომ აპირებს Motorola Mobility –ის მუშაობის გადაყვანას უფრო მომგებიანი სმარტფონების წარმოებაზე და დახურავს დაახლოებით ოცდაათ საწარმოს ოთხმოცდაათიდან, რათა გახადოს კომპანიის ბიზნესი უფრო მომგებიანი.

შეგახსენებთ, რომ Motorola Mobility გაჩნდა 2011 წლის იანვარში კორპორაცია Motorola–ს ორ დამოუკიდებელ კომპანიად დაყოფის შემდეგ. ამ კომპანიებიდან ერთი – Motorola Solutions – სპეციალიზირდება ვიდეოკონფერენციების სისტემების კორპორატიულ გადაწყვეტილებებზე, მეორე კი – Motorola Mobility – სამომხმარებლო ტექნიკის გამოშვებაზე (მობილური მოწყობილობები და სახლის ელექტრონიკა).

გასული წლის აგვისტოში Google –მა გადაიხადა Motorola Mobility –ში 12,5 მილიარდი დოლარი, ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი Google–ის ისტორიაში.  ყიდვა/გაყიდვა ოფიციალურად გაფორმდა მიმდინარე წლის მაისში. ეს შენაძენი უზრუნველყოფს კომპანიის მუშაობის „სრულ ციკლს“, რაც დაეხმარება უფრო წარმატებით გამართოს კონკურენცია Apple–თან.

Motorola – ს წყაროების ცნობით ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის ხანაში, 2009 წელს, კომპანია ცდილობდა სატელევიზიო დამატებითი აღჭურვილობის წარმოების გაყიდვას დაახლოებით ოთხ მილიარდ დოლარად, მაგრამ უშედეგოდ.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება