markup logo

782

Google საერთაშორისო ორგანიზაციებს დამნაშავეობასთან ბრძოლაში დაეხმარება

googlecrime

Google­-ის სპეციალისტები ამერიკის შეეთრებული შტატების საერთაშორისო ურთიერთობების კავშირთან ერთად შეუდგნენ ისეთი ტექნოლოგიის დამუშავებას‚ რომელიც საშუალებას მისცემთ‚ განახორციელონ იმ დამნაშავეთა ძებნა‚ რომლებიც თავიანთ არაკანონიერ ქმედებებში ინტერნეტს იყენებენ.

პირველ ყოვლისა‚ ლაპარაკია იმ მეთოდების ძიებაზე‚ რომლებიც დაეხმარებიან ორგანიზებულ დანაშაულთან – ნარკოკარტელებთან‚ ფულის გათეთრებასთან და ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლაში.

სამუშაოდ მიიზიდეს აგრეთვე სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. ახალი კრიმინალური ინიციატივის მონაწილეთა თანამშრომლობის კოორდინაციის შესახებ კონფერენცია ჩატარდება ამ კვირას ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში.

ნარკოკარტელები‚ ტერორისტები და სხვა კრიმინალური ელემენტები თავიანთ ორგანიზაციებს ინტერნეტის მეშვეობით მართავენ. ხშირად იყენებენ გაშიფვრის მოწინავე ტექნოლოგიებს‚ რათა დაემალონ სამართალდამცავ ორგანოებს. ამიტომ‚ დანაშაულთან მებრძოლი გლობალური ორგანიზაციები იმედოვნებენ‚ რომ Google­ის ტექნოლოგიებს შეუძლიათ ამ მოუხელთებელი ჯგუფების ძებნისა და შემდგომში „გატეხვის“ „გასაღები“ გახდნენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მრჩეველმა‚ რანი ჰონმა‚ რომელიც წარსულში ბავშვებით მოვაჭრეთა მსხვერპლი გახდა‚ ჟურნალისტებს განუმარტა: Google შესანიშნავ მდგომარეობაშია. კომპანია წარმოადგენს მძლავრ საშუალებას‚ რომელსაც ეფექტური ინსტრუმენტი აქვს იმისთვის‚ რათა ეს პრობლემა გადაწყვიტოს“.

საერთაშორისო ურთიერთობათა კავშირის წარმომადგენლები‚ დარწმუნებულნი არიან‚ რომ Google‚ როგორც უკანონო ქსელების აღმოჩენის მძლავრი ინსტრუმენტების მფლობელი‚ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს კორუფციასთან‚ აგრეთვე საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლაში.

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება