markup logo

706

Google-მა პირველად გაასწრო Microsoft–ს კაპიტალიზაციაში

gandm

გასულ ორშაბათს  Google–მა დაიკავა მეორე ადგილი Apple –ის მერე ტექნოლოგიური კომპანიების ღირებულების მხრივ, რის შედეგადაც Microsoft –მა გადაინაცვლა მესამე ადგილზე.  

Businessweek –ის მონაცემებით Google –ის აქციები გაიზარდა 1% –ით – 761,78 დოლარამდე.  ამრიგად, კომპანიის ღირებულებამ შეადგინა 249,9 მილიარდი დოლარი. Microsoft –ის აქციები კი პირიქით, დაეცა 1% –ზე მეტით 29,49 დოლარამდე. Microsoft –ის საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 247,2 მილიარდი დოლარი.

ანალიტიკოსების აზრით Microsoft –ის მესამე ადგილი მეტყველებს კრიზისზე პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე, რადგან ისინი შეავიწროვეს მობილურმა მოწყობილობებმა.

ბილ გეიტსის მიერ შექმნილი სოფტვერული გიგანტის ძირითად შემოსავალს შეადგენს Windows და Office პროგრამული პაკეტების გაყიდვა.   ამასთან, ექსპერტები უკვე დიდი ხანია ამბობენ ინვესტორების მხრიდან გაზრდილ ინტერესს.

ჯერჯერობით ოპერაციული სისტემა Google – Android დაყენებულია სმარტფონების 64 % –ზე(მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისის მონაცემებით). ერთი წლის წინ ეს ციფრი შეადგენდა 43%. ოპერაციული სისტემა Apple iOS მეორე ადგილზეა პოპულარობით – ის აყენია სმარტფონების 18% –ზე. Microsoft –ის Windows Phone სადღაც ბოლოშია, მას იყენებს მობილური მოწყობილობების სულ 2,7%.

გარდა ამისა, ComScore–ის მონაცემებით  Google აკონტროლებს აშშ–ს საძიებო ბაზრის 66%.  Microsoft –ის საძიებო   Bing–ს ეკუთვნის მხოლოდ 16%.

Microsoft –ის იმიჯზე პირველი დარტყმა განხორციელდა ორი წლის წინ, როდესაც Apple –მა გაასწრო Microsoft –ს საბაზრო კაპიტალიზაციის აზრით. ამჯერად, როგორც ანალიტიკოსები აფრთხილებდნენ,  დარტყმა კიდევ უფრო მტკივნეული იქნება, რადგან ის დაამარცხა კომპანიამ, რომელიც საერთოდ არ არსებობდა, მაშინ როდესაც Microsoft უკვე ითვლებოდა მსოფლიოს წამყვან კომპანიად.

არ არის გასაკვირი, რომ Microsoft იმედებს ამყარებს ახალ ოპერაციუ სისტემაზე Windows 8, რომლის გამოსვლაც მოსალოდნელია ოქტომბრის ბოლოს. ამ ოპერაციული სისტემის ბაზაზე მობილურებთან ერთად მოწყობილობების ფართო სპექტრი იმუშავებს.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება