markup logo

519

Google–მა მეტყველების გენერატორი შექმნა, რომელიც ადამიანის ხმისგან არ განსხვავდება.

Google–ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილია კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც ზუსტად შეუძლია ადამიანის ხმის სიმულაცია. მას უწოდებენ Tacotron 2-ს, რომელიც ტექსტს გარდაქმნის მეტყველებად.

პროგრამა შედგება ღრმა სწავლების ორი ნეირონული ქსელისგან.
პირველი აკონვერტირებს ტექსტს სპექტროგრამაში და გადასცემს ალგორითმს WaveNet-ს, რომელიც ახმოვანებს მას და წარმოშობს შესაბამის ხმის ელემენტებს. Tacotron 2 უმკლავდება რთულად გამოსათქმელ სიტყვებს და დასახელებებს, აგრეთვე ცვლის ტექსტს პუნქტუაციის მიხედვით. მაგალითად, მას შეუძლია ინტონაციის მიხედვით მთავარ სიტყვას გაუსვას ხაზი.

Tacorton 2 მუშაობის ნიმუშები შეიძლება მოისმინოთ Gოოგლე-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე. ეს ტექნოლოგია გამოიყენება კომპანიის პროდუქციებში.WaveNet, რომელიც ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა, ახდენს ხმის გენერაციას Google Assistant –ში. Tacotron 2 კი სერვისის ბევრად ძლიერი დამატება იქნება.

ჯერჯერობით პროგრამას მარტო ერთი ქალის ხმით საუბარი შეუძლია.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება