markup logo

791

Google–მა განუსაზღვრელი ვადით გადადო ბურთის ფორმის პლეერის გამოშვება პირველი მომხმარებლების „არაერთგვაროვანი შთაბეჭდილებების“ გამო

nexusq

Google იძულებული გახდა განუსაზღვრელი ვადით გადაედო Google I/O კონფერენციაზე ივნისში წარდგენილი სფერული მედიაპლეერ Nexus Q –ის გამოშვება პირველი მფლობელების  შთაბეჭდილებების გამო. ღონისძიებაზე სატესტო პლეერებს უფასოდ არიგებდნენ. მოწყობილობის გამოშვების თარიღი არ სახელდებოდა.

ახალი მოწყობილობის გამოშვების გადადების შესახებ ცნობილი გახდა კომპანიის თანამშრომლების   წერილიდან, რომელიც   გაეგზავნა მათ ვინც უკვე გააფორმა შეკვეთა.

კომპანიაში ახსნეს, რომ მოწყობილობის გამოშვების თარიღი გადადებულია, რადგან მათ „მიიღეს მომხმარებელთა პირველი შთაბეჭდილებები, რომლებიც ამბობენ, რომ ისურვებდნენ Nexus Q–სგან უფრო მეტს“.  Google აპირებს მოწყობილობის გაუმჯობესებაზე მუშაობის გაგრძელებას, ხოლო იმ მყიდველებს, რომლებმაც გააფორმეს წინასწარი შეკვეთა, სატესტო მოდელი  გადაეცემათ უფასოდ.

Nexus Q –ს ფორმ–ფაქტორმა დაიმსახურა  დადებითი შეფასება, ხოლო თავად პლეერის შეფასება არაერთგვაროვანია.   ნაწილობრივ ეს განპირობებულია მაღალი ფასით (აშშ –ში და არა აზიაში აწყობის გამო)   და იმით, რომ ბურთის სამართავად საჭიროა კიდევ ერთი Android მოწყობილობა.

აპარატი შავი ბურთის ფორმისაა და განკუთვნილია  მუსიკის და ვიდეოს  უკაბელოდ გადატანისთვის HDTV  ტელევიზორზე, აუდიოსისტემაში, პლანშეტზე ან სმარტფონზე. Nexus სერიის სხვა მოწყობილობების მსგავსად, სიახლე სრულად ინტეგრირებულია ონლაინ მაღაზიასთან Google Play, რომელიც ნელ–ნელა იქცევა       მედიაკონტენტის დისტრიბუციის „ღრუბლოვან“ პლატფორმად.

Nexus Q იყენებს Android 4.0 (Ice Cream Sandwich) ოპერაციულ სისტემას და იმართება ამ პლატფორმის მოწყობილობებით. აპარატი აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით Cortex-A9, 1 GB ოპერაციული მეხსიერებით და 16 GB ფლეშ მეხსიერებით.

Nexus Q–ს  მიერთბა სხვა მოწყობილობებთან  შესაძლებელია Wi-Fi, Bluetooth ან NFC–ის გამოყენებით.  სფეროს  დიამეტრია – 116 მმ, წონა – 923 გრ. Google  აცხადებდა, რომ ფასი შეადგენს 299 დოლარს

კატეგორია: Hardware, ინტერნეტი, სხვა დანარჩენი, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება