markup logo

239

Google-მა ახალი ამბების ჭკვიანი ქრონიკა შექმნა

კომპანია Google-მა პერსონალიზებული ახალი ამბების ჭკვიანი ქრონიკის შექმნა დააანონსა, რომელიც მომხმარებლების მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული და მათ ინტერესებს გაითვალისწინებს, ამის შესახებ BBC წერს.

განახლებული ქრონიკა მომხმარებლებს შესთავაზებს ახალ ამბებს, კომენტარებს, ვიდეორგოლებს, მუსიკას და სხვა მასალებს, რომლებიც წინა საძიებო მოთხოვნებიდან იქნება გათვალისწინებული. აღნიშნული განყოფილებისთვის კი ინფორმაცია Google-ს სხვადასხვა სერვისებიდან, მათ შორის Youtube-დან Gmail-დან და Google Calendar-დან შეგროვდება,

გარდა ამისა, საინტერესო თემების გამოწერა Follow-ის ღილაკზე დაჭერით იქნება შესაძლებელი, რომელიც მუსიკალური ჯგუფების, ფილმების, სერიალების, კომპანიების და ა.შ მოთხოვნის გრაფის გასწვრივ განთავსდება. ამის შემდეგ ქრონიკაში ავტომატურად მოხვდება ყველა მასალა, რომელიც არჩეულ თემებს შეეხება.

თავდაპირველად ახალი ამბების ჭკვიანი ქრონიკა მხოლოდ Google-ს ამერიკელი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რამდენიმე კვირაში კი მის გამოყენებას სხვა ქვეყნებშიც შეძლებენ.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება