markup logo

1,029

Google-ი ავიაბილეთების სრულიად ახლებური საძიებო სისტემის შექმნას გეგმავს

google

Google-ი ევროპის უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ერთად მუშაობს პროექტზე, რომელიც სამუდამოდ შეცვლის ავიაბილეთების ძიებისა და შესყიდვის ონლაინ სისტემას.

“ჩვენ Google-თან ვმუშაობთ გეგმაზე, თუ როგორ შევცვალოთ გზა, რომლითაც მომხმარებლები ავიაბილეთებს ყიდულობენ. Google -ი ამუშავებს ფასების შედარების სისტემას, რომელიც ყველა კონკურენტს უკან ჩამოიტოვებს. Skyscanner-ის მსგავსი საიტებისთვის ჩვენი პროექტი ნამდვილი დარტყმა იქნება,”- განაცხადა ო’ლორიმ. მისი თქმით, ერთობლივი პროექტი შესაძლოა, მარტის ბოლოდან ჩაეშვას.

აღსანიშნავია, რომ ჩვეულებისამებრ ხელმომჭირნე Ryanair თავისი 3 მილიარდ ევროიანი ბიუჯეტიდან ახალ პროექტში არანაირ ინვესტიციას არ განახორციელებს. მისი ერთადერთი კონტრიბუცია Google-სათვის რეგულარულად საჭირო ინფორმაციის მიწოდება იქნება. ასეთი ინფორმაცია კი ურიცხვია, რადგან, როგორც ო’ლორი აცხადებს, საძიებო გიგანტს არ სურს ლიმიტირებული საძიებო სისტემა ჰქონდეს. მას სურს გააკეთოს განაცხადი, რომ მისი სისტემა ყველა ავიახაზების, ყველა მიმართულების ფრენებს უწევს სკანირებას და აწვდის მომხმარებელს.

 

კატეგორია:

კომენტარის დატოვება