markup logo

767

Google–ის ფოტოსერვისების მოდერატორი დაავადდა – ცხრათვიანი „შეურაწმყოფელი და დანაშაულებრივი“ კონტენტის ხილვის შემდეგ

gi

ამერიკულმა გასართობმა პორტალმა BuzzFeed გამოაქვეყნა Google –ის ყოფილი თანამშრომლის ისტორია, რომელიც დაკავებული იყო ფოტოსერვისების „შეურაწმყოფელი და დანაშაულებრივი“ კონტენტის მოდერირებით.

ამ თანამშრომლის (მან არჩია ანონიმურობა) მოვალეობაში შედიოდა ნეკრო და ზოოფილიის, საბავშვო პორნოგრაფიის, ძალადობისა და სხვა ამგვარი სცენების მასალების ყოველდღიური გადახედვა, რომლის ხილვის შედეგადაც ნორმალურ ადამიანს შეიძლება დაემართოს გულის შეტევა.

ამერიკის კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი მასალები ამოღებულ უნდა იქნან საიტებიდან მოდერატორების მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში პორტალის მფლობელნი დაჯარიმდებიან ან ციხეშიც კი ამოყოფენ თავს.

რადგან არც ერთმა კვალიფიციურმა პროგრამისტმა ან მენეჯერმა არ ისურვა ამ „ნაგავში ქექვა“, გადაწყვიტეს აეყვანათ ამ პოზიციაზე ერთ–ერთი უმაღლესი სასწავლებლის ახალი კურსდამთავრებული, რომელიც მოიხიბლა მაღალი ანაზღაურებით, უფასო სადილით, მოქნილი გრაფიკით და კომპანიის შტაბბინის კაფეტერიიდან გაუსვლელად მუშაობის შესაძლებლობით.

მაგრამ, როგორც თავად BuzzFeed–ის მოსაუბრე ამბობს, ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მას მოუწევდა ყოველ დღე 15 ათასამდე „პირდაპირ ჯოჯოხეთიდან“ გამოგზავნილი მასალის ხილვა. ის Google –ის ერთადერთი თანამშრომელი იყო, რომელიც ამ საშინელ საქმეს ასრულებდა.

პრობლემის განხილვასაც ვერავისთან ახერხებდა. სახლიდან მუშაობა ასევე არ სურდა, რადგან ეშინოდა, რომ მისი მეგობარი გოგონა დაინახავდა რასთან ჰქონდა  საქმე სამსახურში. ასე გავიდა 9 თვე, რის შემდეგაც ფოტოცენზორმა იგრძნო რეალური მენტალური პრობლემები.

შემოწმების მიზნით კომპანიამ აუნაზღაურა ამ თანამშრომელს პსიქიატრთან ვიზიტი, რომლის დროსაც მოწმდებოდა თანამშრომლის ადექვატურობა სხვადასხვა ფოტოების ჩვენებით. თითქმის ყველა უწყინარი სურათი ბავშვების ან შეყვარებული წყვილის გამოსახულებით მოდერატორმა ჩათვალა „შეურაწმყოფელი და წასაშლელი“. ექიმმა ურჩია ახალგაზრდას სამუშაოს შეცვლა. კომპანიაც ამ აზრის იყო და კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.

მაგრამ ეს შემთხვევა სულაც არ გახლავთ უნიკალური. დადის ხმები, რომ ადამიანები, რომლებიც უყურებენ და შემდეგ ანადგურებენ აკრძალულ ვიდეოს Google –ის ვიდეოჰოსტინგ Youtube–დან, რამდენიმე თვის მეტი ვერ ძლებენ ამ პოზიციაზე.

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება