markup logo

668

Google–ის რუქებს დაემატა ახალი სერვისი: ნავიგაცია ველოსიპედისტებისათვის

gmb

Google Maps –ის სერვისის Android აპლიკაციაში 12 ქვეყანაში ამუშავდა ნავიგაცია ველოსიპედისტებისათვის, რომელიც  იძლევა დეტალური ინსტრუქციების მიღების საშუალებას მოძრაობისას.

მომხმარებლები დაამაგრებენ Android სმარტფონს ველოსიპედის საჭეზე და ეკრანზე იხილავენ ინსტრუქციებს მარშრუტის შესახებ ან მიიღებენ ხმოვან შეტყობინებებს ტელეფონის დინამიკიდან.

ამჟამად ახალი სერვისი ხელმისაწვდომია Google Maps –ის მომხმარებელთათვის ავსტრალიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, აშშ–ში, კანადაში, დანიაში, ფინეთში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, შვედეთში, შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში.

როგორც Google –ის წარმომადგენლები ამტკიცებენ ამჟამად კომპანიის რუქების სერვისზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია ველოსიპედების მარშრუტების 530 000 კილომეტრის შესახებ, ეს მარშრუტები რუქაზე მწვანე ფერის ხაზებით აღინიშნება.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ველოსიპედის მარშრუტების აწყობისას Google Maps სერვისი დაეხმარება მომხმარებელს თავი აარიდოს ბორცვოვან ზედაპირზე სიარულს.

კომპანია Google –მა დიდი ხანია დაიწყო ნავიგაციური ფუნქციების რეალიზება თავისი რუქების სერვისზე. მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია „ნაბიჯებით“ ნავიგაცია ავტომანქანაში, ფეხით მოსიარულეთათვის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სარგებლობისას.

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება