markup logo

811

Google–ის პლანშეტის с 3G ვერსია თვენახევარში გამოჩნდება

googlr3g

Google გეგმავს პირველი პლანშეტის Nexus 7 –ის 3G ვერსიის გამოშვებას უახლოესი ექვსი კვირის განმავლობაში. Nexus 7–ის მწარმოებელმა  Google –ის პარტნიორმა – კომპანია  ASUS–მა  უკვე დაიწყო   მოწყობილობის 3G მოდელის წარმოება და მისი ბაზარზე დებიუტისთვის მომზადება. 

როგორც ჩანს, საუბარი არ არის უფრო სწრაფი უსადენო ინტერნეტის LTE სტანდარტზე. გარდა ამისა, სავარაუდოდ პლანშეტი არ იქცევა გიგანტურ სმარტფონად, Samsung –ის ზოგი  მოდელის მსგავსად და 3G მოდული არ გამოიყენება დასარეკად, მხოლოდ მონაცემების გადასაცემად.

Nexus 7 –ის 3G ვერსიის ბაზარზე გამოჩენის მომენტისთვის სიტუაცია შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს. მოსალოდნელია, რომ ამ კვირაში კომპანია Amazon წარადგენს პლანშეტ Kindle Fire –ის მეორე თაობას. გარდა ამისა, არაოფიციალური ინფორმაციით, სექტემბერ–ოქტომბერში Apple დააანონსებს iPad –ის მინივერსიას.

პლანშეტი Nexus 7 შვიდდიუიმიანი დისპლეით და Android 4.0 იყო წარდგენილი ივნისში Google –ის  დეველოპერების კონფერენციაზე. დღესდღეობით მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ Wi-Fi ინტერნეტ კავშირის მოდელები.

Google –ში მაშინ ამბობდნენ, რომ არ ელოდებიან შემოსავალს Nexus 7–ის გაყიდვებიდან. ექსპერტების გათვლებით 8 გიგაბაიტიანი ჩაშენებული მეხსიერების მქონე პლანშეტის თვითღირებულება შეადგენს 152 დოლარს, მაშინ როდესაც აშშ–ში საცალო ფასი 199 დოლარი გახლავთ.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება