markup logo

296

Google-ის თანადამფუძნებელი გიგანტურ დირიჟაბლს აშენებს

Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი მუშაობს ახალ პროექტზე – უზარმაზარი დირიჟაბლის შექმნაზე, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. ცნობილია, რომ ბრინის დირიჟაბლი, დღესდღეობით ყველაზე მსხვილი მოქმედი მფრინავი აპარატი-თითქმის 200 მეტრი იქნება სიგრძეში.

დირიჟაბლი შეასრულებს ჰუმანიტარულ ფუნქციას, გადაიტანს კვების პროდუქტებს და სამედიცინო პრეპარატებს შორეულ და ძნელად მისასვლელ რეგიონებში.
აგრეთვე შესაძლებელია, რომ დირიჟაბლი ბრინისთვის და მისი მეგობრებისთვის გახდეს “ძვირადღირებული (მდიდრული) სატრანსპორტო საშუალება”.

ამ პროექტს უშუალოდ აფინანსებს სერგეი ბრინი, დირიჟაბლის ღირებულება 100-150 მილიონ დოლარს შეადგენს.

საფრენი აპარატის დიზაინერმა – იგორ პასტერნაკმა აღნიშნა, რომ დირიჟაბლს ექნება უპირატესობა თვითმფრინავებთან შედარებით: მას არ დაჭირდება ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ან სპეციალური გზები, დანიშნულების ადგილის მისაღწევად, რაც საშუალებას იძლევა „ა პუნქტიდან – ბ პუნქტამდე“ დიდი რაოდენობის პროდუქცია გადაიტანოს გაჩერებების გარეშე.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება