markup logo

889

Google–ის „დიადი დღე“: Android მოწყობილობების რაოდენობამ მიაღწია 500 მილიონს

internet

კორპორაცია Google–მა განაცხადა, რომ აქტივირებული  Android მოწყობილობების რაოდენობამ მიაღწია 500 მილიონს და იზრდება  სიჩქარით – 1,3 მილიონი დღეში. Android –ის გაშვებიდან 2008 წელს, ამ ოპერაციულ სისტემაზე გამოდიოდა არა მხოლოდ სმარტფონები, არამედ პლანშეტებიც, ნოუტბუქები, ფოტოაპარატები და ბუქრიდერები.

მოსალოდნელია, რომ 2013 წლისათვის ამ ღია ოპერაციული სისტემის ბაზაზე მომუშავე აპარატების რაოდენობა მიაღწევს მილიარდს, 2016 წლისათვის კი 3 მილიარდს.

დღესდღეობით Android მოწყობილობებს ეკუთვნის პლანშეტების და სმარტფონების ბაზრის 76%. ოპერაციული სისტემის პოპულარობა ბევრად დამოკიდებულია Google–ის პარტნიორული ქსელის განვითარებაზე, სადაც შედიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Samsung, HTC, Motorola, LG, ZTE და Huawei.

„დღეს დიადი დღეა ყველა Android მომხმარებლისთვის. მსოფლიოში უკვე აქტივირებულია  500 მილიონი მოწყობილობა ამ ოპერაციული სისტემით. ყოველ დღე  ამ რიცხვს ემატება კიდევ 1,3 მილიონი მოწყობილობა“, – განაცხადა ახალი Apple iPhone პრეზენტაციის შემდეგ პროდაქტ–მენეჯმენტის დირექტორმა ჰიუგო ბარამ თავის გვერდზე სოციალურ ქსელში Google+.

Apple –ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა გუშინდელ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ iOS მოწყობილობების რაოდენობა 2007 წელს გამოსული პირველი iPhone –ის შემდეგ (Android აპარატის გამოსვლამდე ერთი წლით ადრე) შეადგენს 400 მილიონს.

ივნისში ბარამ განაცხადა, რომ მსოფლიოში აქტივირებულია 400 მილიონი აპარატი და ამ რაოდენობას ემატება 1 მილიონი მოწყობილობა ყოველდღიურად.

ოპერაციული სისტემის ყველაზე გავრცელებული ვერსიაა – 2.3 Gingerbread, რომელიც დაყენებულია დაახლოებით 57% მოწყობილობებზე.   მეორე ადგილზეა ვერსია 4.0 Ice Cream Sandwich – 20,9 პროცენტით.

კატეგორია: Hardware, პლანშეტები, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება