markup logo

932

Google+-ის „გამარტივებული“ მისამართები

goooog

სოციალურ ქსელში  Google+ არის შესაძლებელი მარტივი მისამართის მითითება, როგორც Facebook–ში, Twitter–ში ან “ВКонтакте”–ში და  Google–ის ბლოგში.

თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული ფუნქცია მუშაობს მხოლოდ ბრენდებისთვის და ცნობილი ადამიანებისთვის. მაგალითად,  ასეთი მისამართი უკვე აქვს მსახიობს ჰიუ ჯეკმანს (+hughjackman), დევიდ ბექჰემს (+davidbackham), ბრიტნი სპირსს (+britneyspears), და რამდენიმე კომპანიას, Toyota, Delta და Hugo Boss –ის ჩათვლით.

უცნობია, იქნება თუ არა ხელმისაწვდომი „სახელობითი“ მისამართები ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის.

მსხვილი სოციალური ქსელები ამგვარ ფუნქციას უკვე რამდენიმე წელია სთავაზობენ მომხმარებლებს. Facebook–ში „სახელობითი“  URL მისამართის მითითება შესაძლებელია 2009 წლის ივნისიდან, “ВКонтакте” –ში კი – 2012 წლის აპრილიდან.

სოციალური ქსელი Google+ გასული წლის ზაფხულში „დაიბადა“, ამჯერად მას 250 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, საიტზე კი ყოველდღიურად  75 მილიონი მომხმარებელი შედის.

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები .

კომენტარის დატოვება