markup logo

933

Geminoid F ანუ „ცოცხალი თოჯინა”

rooo

რობოტებიდან რომლებიც დღემდე შექმნილან, ის ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს.

Geminoid F-ს 65 სხვადასხვა გამომეტყველების მიღება, ლაპარაკი, სიმღერა და უცნაური და დამცინავი მიმიკების გამოხატვა შეუძლია. მიმიკებს რეზინის კანის ქვეშ განლაგებული მექანიკური სტიმულატორები უზრუნველყოფენ.

რობოტის მექანიზმი აღჭურვილია 12 მოტორიზებული სტიმულატორით, რომლებიც ენერგიას ჰაერის წნევით იღებენ.
Geminoid F-ის შემქმნელი ჰიროში იშიგურო რობოტების ცნობილი დიზაინერია და დასავლეთ იაპონიაში, ოსაკას უნივერსიტეტში მოღვაწეობს.
პროფესორმა წარსულში საკუთარი გარეგნობის რობოტიც კი შექმნა.

მრავალფუნქციურმა Geminoid F-მა ჰონგკონგში გამართულ პრეზენტაციაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება