markup logo

288

გეიმ-ინდუსტრია. კვირის სიახლეები

game-review-header2

Killzone Trilogy ჭორები დადასტურდა

დიდიხანია ქსელში დადიოდა ჭორები Sony-ს გეგმების შესახებ, რომელიც Killzone-ს სპეციალური რედაქციით გამოშვებას გეგმავდა და აი, როგორც იქნა – დადასტურდა.

ანონსი: http://blog.us.playstation.com/2012/09/13/killzone-hd-coming-to-psn-october-23rd-trophy-list-revealed/

სადემოსტაციო ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=3eChX3wHU9I&feature=player_embedded

Killzone_002

კომპანია მართლაც აპირებს ტრილოგიის სახით გამოსცეს საკულტო თამაში და ამის შესახებ ოფიციალურადაც განაცხადა კიდეც.  2012 წლის 24 ოქტომბერს დაგეგმილია Killzone Trilogy-ის რელიზი, რომელიც მოიცავს ამ სერიის ყველა თამაშს, ანუ არა მხოლოდ PlayStation 3-სათვის გამოშვებულებს, არამედ ორიგინალს, რომელიც PlayStation 2-სთვის იყო შექმნილი. ეს უკანასკნელი გადამუშავდა, შედარებით მაღალი რეზოლუციების მხარდაჭერა მიიღო, გარდა ამისა თავად ბირთვში შევიდა ცვლილებებიც, რათა შემდეგი თაობის კონსოლების შესაძლებლობა მაქსიმალურად ყოფილიყო გამოყენებული და არ გამოჩენილიყო არქაულად და მოძველებულად.

გარდა უკვე ჩამოთვლილისა, ნაკრებში შევა აგრეთვე ყველა ის დამატება, მოდი თუ ედდონი, რაც როდესმე გამოსულა Killzone-სთვის. ანუ, ყველაფერი ერთად აკუმულირებული და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდება.

ბევრი გეიმერისათვის Killzone დღემდე რჩება PlayStation-ის პლატფორმაზე შექმნილ შუტერებს შორის საუკეთესოდ და ვერანაირი კამათი თუ არგუმენტი აზრს ვერ შეგაცვლევინებთ. სწორედ ასეთი ფანებისათვის გაკეთდა ტრილოგიური ნაკრები, რომელიც არც მეტი  არც ნაკლები 49.99$ ეღირება. ცოტა ნამდვილად არ არის უკვე დიდიხნის გამოშვებული თამაშის კვალობაზე, მაგრამ, რადგან ყველაფერი ერთადაა პლიუს დამატებები და პლიუს სპეციალური გამოშვება, დარწმუნებული ვარ მსგავსი საქონელი დიდიხანი არ დარჩება თაროებზე და მალევე გაიყიდება.

თავიდან ცოტა სკეპტიკურადაც ვიყავი განწყობილი მსგავსი ნაბიჯის კომერციულ ეფექტურობაზე, მაგრამ რამდენიმე ადგილობრივი ფანის აღტაცებული „ჭყლოპინის“ მოსმენისა და გეიმერთა საერთაშორისო საზოგადოების აღფრთოვანებული ჟრიამულის  ფონზე, თითქმის დარწმუნებული ვარ Sony-ს მესვეურთა სწორად გადადგმული ნაბიჯის შესახებ. სულ რაღაც ერთი თვე და Killzone-ის ფანკლუბი მორიგ გასართობს მიიღებს.

Steam Greenlight გეიმერთა არჩევანი

ოფიციალური ვებგვერდი: http://steamcommunity.com/greenlight

steam_001

არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, კერძოდ კი აგვისტოს ბოლოს Valve Software-მა გაუშვა თავისი მეტად საინტერესო და პერსპექტიული პროექტი სახელად Steam Greenlight, რომელიც დიდ თუ პატარა გეიმდეველოპერულ კომპანიას შანსს აძლევს საკუთარი შემოქმედება Steam-ის მაღაზიაში იხილოს. ამისათვის საკმარისია ამა თუ იმ პროექტს გარკვეული რაოდენობა დადებითი გამოხმაურება დაუგროვდეს.

Steam Greenlight –ის შემქმნელები მაშინვე გადააწყდნენ მთელ რიგ პრობლემებს, სადაც დომინირებდა უვარგისი თამაშების მოზღვავება და პლაგიატი. გარდა ამისა, ჭარბად წარმოჩინდა ე.წ. კონტრაფაქტული თამაშები, რომლებიც ცნობილი ანალოგების ასლს წარმოადგენს მცირედი კოსმეტიკური ცვლილებებით. მაგალითისათვის Half-Life 3-იც კმარა, რომელიც ყოვლად უსირცხვილოდ გამოაქვეყნეს და მხარდაჭერის დიდი იმედიც ჰქონდათ.

გაიფილტრა უამრავი შემოსული მასალა და დარჩენილი წარსდგა მომხმარებელთა სამსჯავროს წინაშე. საუკეთესო ათეულის შერჩევის შემდგომ აშკარა ხდება, რომ Valve-ის შრომამ ტყუილად არ ჩაირა, რადგან მათი ხარისხი საკმაოდ შთამბეჭდავია.

Black_Mesa

 

სიას სათავეში უდგას Black Mesa, რომელიც წარმოადგენს ორიგინალური Half-Life-ის რემეიკს Source-ის ბირთვის ბაზაზე. ათეულობით ენთუზიასტი რამდენიმე წელი მუშაობდა ამ პროექტზე და შესაბამისად დაუფასდათ კიდეც. მკაცრი გადარჩევის შედეგად ათეულში მოხვდნენ Cry of Fear, Dream, Heroes & Generals, Kenshi, McPixel, No More Room in Hell, Project Zomboid, Routine და Towns. ორგანიზატორთა განცხადებით ეს მხოლოდ დასაწყისია და მსგავსი წახალისებით მრავალ საინტერესო და ორიგინალურ იდეას მიეცემა რეალიზების საშუალება და მხოლოდ მეგაკორპორაციების მიერ შექმნილ თამაშებზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული.

Steam Greenlight –ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ თავად გაეცნოთ სხვა, არანაკლებ საინტერესო პროქტებს, მითუმეტეს სია დღითი-დღე იზრდება და სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. დაათვალიერეთ, შეაფასეთ და მიიღეთ მონაწილეობა როგორც ჟიურის წევრის ამპლუაში, ასევე როგორც დეველოპერმაც. მთავარია მონდომება და ფანტაზია.

 

Sony Online რეალური შემოსავალი საკუთარი ფანტაზიის ხარჯზე

Sony_Online_Entertainment_Logo

 

არც თუ ისე დიდი ხნის წინათ Blizzard-მა ნება დართო მოთამაშეებს Diablo 3-ში ნაპოვნი სხვადასხვა ნივთები აუქციონის წესით გაეყიდათ და ასეთი სახით მიეღოთ შემოსავალი. Sony Online –მა გადაწყვიტა კიდევ უფრო შორს წასულიყო და მოთამაშეებისათვის მეტი გასაქანი და თავისუფლება მიენიჭებინა.

კომპანიის პრეზიდენტის – ჯონ სმედლის განცხადებით, Sony-მ ოფიციალურად გახსნა Player Studio-სათვის სხვადასხვანაირი მოდების შექმნის პროგრამა. პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებთათვის იქნება ხელმისაწვდომი – თანაც EverQuest და EverQuest 2-ის მომხმარებელიც უნდა იყოთ, მაგრამ უახლოეს პერიოდში მსგავსი სისტემა მსოფლიო მასშტაბით გაფართოვდება და Free Realms და Vanguard: Saga оf Heroes –საც  შეეხება.

Player Studio –ს გაშვებით Sony Online იმედოვნებს მოიზიდოს სხვადასხვა მოდების შემქმნელების გაფანტული საზოგადოება. მათ მიერ შექმნილი სხვადასხვა ინვერტარი, ჯავშნები იქნება ეს იარაღი თუ სხვა მსგავსი სათამაშო ატრიბუტიკა, ყველაფერი გაიყიდება სპეციალურ ვირტუალურ მაღაზიებში და აქტიურ დიზაინერებს საკმაოდ კარგი შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ. მართალია ავტორს შემოსავლის მხოლოდ 40% ერგება, მაგრამ თუ ნივთი ორიგინალური და ლამაზია, არის შანსი, რომ მრავალჯერ გაიყიდოს. მსგავსი სისტემა, რა თქმა უნდა, არ მოიაზრება, როგორც ძირითადი შემოსავლის წყარო, მაგრამ როგორც დამატებითი ფინანსური ბონუსები ცუდი არ უნდა იყოს.

Sony_Online_Entertainment_001

წარმატებულ და ნიჭიერ შემოქმედთათვის Sony-ს ცალკე წამახალისებელი სქემაც გააჩნია, რაც გამოიხატება მატერიალ-ტექნიკური ბაზის გაძლეირებით და სხვადასხვა კატეგორიის ლიცენზირებული სოფტის უსასყიდლოდ გადაცემაში.

წამოწყება არ არის ცუდი და იმედია MMORPG –ის გარემო გაცილებით მრავალფეროვანი გახდება, რადგან არ იქნება დამოკიდებული რამდენიმე პროფესიონალი დიზაინერისა თუ მხატვრის გემოვნებაზე. ამიერიდან ყველაფერი დასაშვებია და ერთადერთი რაც შეიძლება ხელის შემშლელ ფაქტორად მოგვევლინოს, ეს არის ფანტაზიის უქონლობა ან საკუთარი იდეების საჭირო ფორმით რეალიზების შეუძლებლობა.

 

Duke Nukem „ბაბუა“ ბრუნდება?

ოფიციალური ვებგვერდი: http://www.gearboxsoftware.com

duke-nukem-forever-gold

შარშან ცნობილმა კომპანია Gearbox Software-მა, როგორც იქნა მოახერხა მრავალგზის გადადებული, „დამარხული“ და რეანიმირებული თამაშის – Duke Nukem Forever-ის გამოშვება, მაგრამ ქერათმიანი კულტურისტის დაბრუნება ყოველგვარი ფურორის გარეშე შედგა. თუ არ ვცდები, 7 თუ 8 წლის დაგვიანების შემდგომ ყველა ინოვაცია და სიახლე იმდენად მოძველდა მორალურად, რომ არავის გაჰკვირვებია, მაგრამ Gearbox Software-ის ხელმძღვანელის – რენდი პიჩფორდის აზრით  ჯერ ძალიან ადრეა ცნობილი ბოევიკის პენსიაზე გაშვება, რადგან პერსონაჟი საკმაოდ თვითმყოფადია, ხოლო თავად თამაშის გარემო, თავისი ცნობილი შავი იუმორით, დიდ ინტერესს იმსახურებს მიუხედავად მრავალწლიანი ისტორიისა.

IGN-სთვის მიცემულ ინტერვიუში პიჩფორდმა გამოთქვა სურვილი შეექმნა ახალი თამაში მარკით  Duke Nukem. მისი აზრით დროა ახალი სული შთაებეროს მივიწყებულ გმირს და საჭიროა დასაცინი თამაშების კატეგორიიდან მისი გამოყვანა. მართალია, ფანებმა დაგვიანებული Duke Nukem Forever-ი მაინც ითამაშეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი მსგავსი სქემით უნდა დარჩეს.

რამდენად მოახერხებს Gearbox Software  ყველაფრის რეალიზებას უცნობია, რადგან კომპანიას რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტი აქვს „აკიდებული“, როგორებიცაა Aliens: Colonial Marines და Furious 4. შესაბამისად, თამაშის კეთება ან გარკვეული დროით გადაიდება და ან იგივე ბედი ელის, ანუ გაუთავებელი დეველოპინგი და გეიმერთა მრავალგზის იმედგაცრუება.

იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის და კვლავ ვიხილავთ უცხოპლანეტელი ინტერვენტების დაუძინებელი მტრის მორიგ თავგადასავალს.

კატეგორია: თამაშები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება