markup logo

426

FileOptimizer დახმარება რიგით მომხმარებელს

optimizer

დამოუკიდებელი დეველოპერი Javier Gutiérrez Chamorro რომელიც მასებში უფრო ნიკით – Guti არის ცნობილი, დიდიხანია მუშაობდა მინი უტილიტის – FileOptimizer -ის შექმნაზე. სახელიდან გამომდინარე, რთული არ არის მის დანიშნულებასაც მივხვდეთ, მაგრამ მოდით დეტალურად განვიხილოთ ყველაფერი.

FileOptimizer შეიქმნა და განკუთვნილია სისტემაში არსებული სხვადასხვა კატეგორიის ფაილების ოპტიმიზაცია-შეკუმშვისათვის. მწარმოებლის განცხადებით არანაირი ზიანი ფაილებისათვის ოპტიმიზაციის პროცესს თან არ ახლავს და მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. აგრეთვე, გარანტიას იძლევა, რომ არანაირი დამატებითი კოდის თანდართვაც არ მოიაზრება, ანუ მარტივი ენით რომ ვთქვათ დავირუსება ან ტროიან პროგრამის ინტეგრირება.

FileOptimizer  გვეხმარება შევამციროთ ზომებში შემდეგი ფაილური ფორმატები: AIR, APK, APNG APPX, CBZ, DOCX, GIF, GZ, EPUB, ICO, JAR, JPEG, MNG, MPP, PNG, PPTX, PDF, PUB, SWF, TIF, VSD, XAP, XLSX და ZIP. ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე შემიძლია განვაცხადო, რომ ზომის შემცირება მართლაც აღინიშნება, მაგრამ გაჩნდა გაურკვეველი ხარვეზები. მაგალითად, PDF ფაილი გაცილებით დიდიხანი იხსნება და გადაფურცვლის პროცესიც უფრო ნელი გახდა. აგრეთვე,  ZIP არქივიც ძალიან ზოზინით იწყებს ამოარქივების პროცესს… დამთხვევა იყო ეს ყველაფერი თუ კანონზომიერი მოვლენა, ჯერ ვერ დავადგინეთ და დამატებითი ტესტები იმედია ნათელს მოჰფენს ამ სიტუაციას.

სხვა მხრივ პროგრამა საკმაოდ სწრაფი და ინტუიტიურად გასაგებია. ვისაც ინტერფეისის შესაძლებლობები არ დააკმაყოფილებს, ყოველთვის ექნება საშუალება სისტემური ტრეიდან შეიყვანოს ყველა სასურველი მონაცემი და მაკროსებიც კი დაწეროს ავტომატური მოქმედებების განსახორციელებლად.

1344680027-1

ფაილების შეკუმშვის პროცესი უმარტივესად არის რეალიზებული. უბრალოდ მონიშნეთ სასურველი ფაილები, Drag and drop-ის პრინციპით გადაიტანეთ FileOptimizer-ის ფანჯარაში და შემდგომ ოპტიმიზაციის პროცესი გაააქტიურეთ. Javier Gutiérrez Chamorro-ს განცხადებით ოპტიმიზაცია ხდება არასაჭირო ინფორმაციის ფაილიდან ამოღების ხარჯზე, მაგრამ სანამ ამ პროგრამას გამოიყენებთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაილებისათვის, გირჩევთ, რომ სადმე სარეზერვო კოპია გაიკეთოთ – ყოველი შემთხვევისათვის.

გარდა თავისი ალგორითმისა, პროგრამა აქტიურად იყენებს ფაილების გარეშე ოპტიმიზატორებსაც, როგორებიცაა: Ghostcript 9.06, jpegoptim 1.2.4, MP3packer 2.03, OptiPNG Hg და ZLib 1.2.7, ნებისმიერ დროს შეგვიძლია რაიმე გარე მოდულის მიბმა, რათა პროგრამა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს.

თუ დაგაინტერესათ FileOptimizer-ის შესაძლებლობებმა და HDD-ზე ცარიელი ადგილის პრობლემას განიცდით, გამოიყენეთ ეს უტილიტა და მცირედად, მაგრამ მაინც მოგეცემათ შეღავათი.

p.s. სტატიის დასრულების შემდგომ აღმოჩნდა, რომ მწარმოებლის საიტი გაითიშა, ამიტომ გთავაზობთ ალტერნატიულ ლინკს FileOptimizer-ის გადმოსაწერად:

http://www.2-software.net/File+Optimizer-4676.html

http://fileforum.betanews.com/detail/File-Optimizer/1344680027/1?utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+fileforum%2Ffull+%28Fileforum+-+full+feed%29

 

კატეგორია: Software, გრაფიკა .

კომენტარის დატოვება