markup logo

659

FastPictureViewer

123

ახლახანს გამოვიდა განახლებული ვერსია პროგრამისა FastPictureViewer, რომელიც წარმოადგენს პატარა, მაგრამ სწრაფ, საკმაოდ სტაბილურ და ფუნქციონალურ გრაფიკული კონტენტის დასათვალიერებელ პროგრამას. მთავარი აქცენტი მისი შექმნისას გაკეთდა მის მაქსიმალურად სწრაფ და მარტივი მუშაობის უზრუნველყოფაზე, რაც მწარმოებლებს შესანიშნავად გამოუვიდათ.

გრაფიკული ფაილის გამოძახებისთანავე, თუ ასოციაცია FastPictureViewer-ზეა გაფორმებული, პროგრამა მყისიერად ეშვება და გვაჩვენებს გამოსახულებას ყოველგვარი მუხრუჭებისა და ჩატვირთვისას გაჭედვების გარეშე.

FastPictureViewer_001

პროგრამას არ გააჩნია დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა გამოსახულების რეგაქტირება, კონვერტაცია თუ სხვა რაიმე მსგავსი, მაგრამ შესანიშნავად ართმევს თავს  ძირითად დანიშნულებას. მომხმარებელთა უმეტესობისათვის სტაბილური და სწრაფმოქმედი პროგრამა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ათასნაირი მინი ზედნაშენი, უტილიტებით დახუნძლული გაბერილი პროგრამა,  რომელიც თითქოს ყველაფერს აკეთებს, მაგრამ იმდენად ნელია მუშაობისას, რომ გაღიზიანებას იწვევს და იუზერს უბიძგებს რაიმე უფრო სწრაფმოქმედი ალტერნატივა ეძებოს.

FastPictureViewer-ის მეშვეობით შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველა პოპულარული გრაფიკული ფორმატის ფაილი High dynamic range imaging (*hdr) და Microsoft HD Photo (*.hdp, *.wdp)-ს ჩათვლით. სხვა ყველაფერთან ერთად, პროგრამა გვთავაზობს მინი სტატისტიკას გამოსახულების შესახებ.  თუ რომელი აპარატით და რა პარამეტრებითაა გადაღებული ფოტო, როდის, რა ექსპოზიცია და განათების კორექცია იყო გამოყენებული და სხვა ამდაგვარი ტექნიკური ინფორმაცია.

FastPictureViewer_002

მიუხედავად პროგრამის სიმარტივისა და ინტერფეისის სპარტანული შესახედაობისა, მწარმოებელი გვთავაზობს საკმაოდ დეტალურ აღწერას პროგრამის ყველა პარამეტრისა და ფუნქციის. ასე, რომ  დამწყებიც კი მოახერხებს გარკვევას თუ საბაზისო ინგლისური ცოტათი მაინც იცის ( ბმული Help და გაკვეთილებზე http://www.fastpictureviewer.com/help/#batchdelete), ხოლო ვისთვისაც ესეც პრობლემაა, იქვე განთავსებულია ვიდეოგაკვეთილების სერიები, სადაც ყველაფერი თვალნათლივ არის ნაჩვენები და აქარწყლებს ყოველგვარ გაურკვევლობას.

FastPictureViewer-ი სრულიად უფასოდ ვრცელდება და წარმოდგენილია როგორც 32, ასევე 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემისათვის. მართალია, ჯერ მხოლოდ windows-ის გარემოსათვის, მაგრამ მწარმოებელთა გეგმაში iOS და Linux-იც მოიაზრება.

FastPictureViewer_003

დაინტერესების შემთხვევაში Viewer–ის გადმოწერა ასევე მწარმოებლის საიტიდან შეგიძლიათ (http://www.fastpictureviewer.com/downloads), ხოლო კიდევ უფრო გაფართოებული და ფართომასშტაბიანი პროფესიონალური ვერსიის საჭიროება თუ გაგიჩნდებათ, $39.95 შეძლებთ დაეუფლოთ მას, მითუმეტეს ამჟამად გამოცხადებულია 20% ფასდაკლება.

კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება