markup logo

740

Facebook საეჭვო საუბრების შესახებ ატყობინებს „სადაც ჯერ არს“

fb

მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook მომხმარებელთა ჩატებისა და პროფილების სკანირების ავტომატურ ტექნოლოგიას იყენებს იმის აღმოსაჩენად‚ მზადდება თუ არა დანაშაული.

თუ სისტემამ ჩათვალა‚ რომ საუბარში გამოყენებული ფრაზები და ლექსიკა რაიმე საშიშროებაზე მიუთითებს‚ მაშინვე ატყობინებს კომპანიის უშიშროების თანამშრომელს‚ რომელიც შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას‚ შეატყობინოს თუ არა მის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს.

Facebook­-ის უშიშროების დირექტორი ჯონ სალივანი ამტკიცებს‚ რომ კომპანიის პროგრამისტებმა შეძლეს გაეკეთებინათ საკმაოდ ზუსტი სისტემა‚ რათა ქსელის კანონმორჩილი მომხმარებლის პირადი მიმოწერის შემოწმება არ მომხდარიყო. „რათა არ შევჯახებოდით სიტუაციას‚ როდესაც ჩვენს თანამშრომლებს უხდებათ სხვისი მიმოწერის წაკითხვა‚ ჩვენ ვიყენებთ სისტემას „ყალბი ჩართვის“ ძალზე დაბალი პროცენტით“‚ – თქვა სალივანმა.

ამ სისტემის დახმარებით ერთი ადამიანი უკვე დაიჭირეს. ოცდაათი წლის მამაკაცი მიმოწერას სექსის თაობაზე 13 წლის გოგონასთან აწარმოებდა და მას წინადადებაც კი მისცა‚ მეორე დღეს შეხვედროდნენ ერთმანეთს. Facebook-­ის თანამშრომლებმა ეს ლაპარაკი კონტროლზე აიყვანეს და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. მამაკაცი სწორედ მეორე დღეს დააპატიმრეს.

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები .

კომენტარის დატოვება