markup logo

229

Facebook-მა წარადგინა ტაქტილური უკუკავშირის მქონე VR-სამაჯური

ვირტუალური და შერეული რეალობის თანამედროვე მოწყობილობები უკვე ახდენენ საკმაოდ ხარისხიანი გრაფიკის დემონსტრირებას. თუმცა მომხმარებლებს მართვის ახალი საშუალება სჭირდებათ, რადგან ტრადიციული მაუსები, კლავიატურა და გეიმპადები სრულად აღქმის ეფექტს არღვევს. როგორც ჩანს, Facebook მიუახლოვდა ვირტუალური და შერეული რეალობის ახალი, განსხვავებული კონტროლერის შექმნის საკითხს.
ტაქტილურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ მსოფლიო კონფერენციაზე Reality Labs-ის მკვლევარებმა წარადგინეს სამაჯურ Tasbi-ის პროტოტიპი, რომელიც ვირტუალური სივრცის მართვის საშუალებას იძლევა და თანაც ფლობს ტაქტილური უკუკავშირის რამოდენიმე სახეობას.

სამაჯური შეიცავს მცირე ზომის მოდულების ნაკრებს, რომლებიც უკავშირდება ბატარეას. ჯამში სამაჯური დიდი ზომის სმარტ-საათს მოგვაგონებს. ამასთან, გაჯეტის თითოეულ კომპონენტს შეუძლია გადასცეს ვიბრაციები და დინამიურად არეგულიროს დატვირთვა თითოეულ წერტილზე, სადაც დამაგრებულია.

მწარმოებლების თქმით, საერთო ჯამში სამაჯურ Tasbi-ს შეუძლია უზრუნველყოს ვიბრაციები და დაჭიმვის შეგრძნებები, როდესაც მომხმარებელი იმოქმედებს კონტენტთან. თანაც, თანამოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, თუ რა ხდება ვირტუალურ სამყაროში. Tasbi-ს აგრეთვე შეუძლია მართოს ჰოლოგრაფიული ობიექტები და საშუალებას იძლევა „იგრძნოთ“ ისინი – მაგალითად, ხელი ჩამოართვათ ჰოლოგრამას.

ახალი სამაჯური ჯერჯერობით მხოლოდ პროტოტიპია და საჭიროა მისი საფუძვლიანად დამუშავება საბოლოო სახისთვის, საჭიროა დაემატოს დამატებითი სენსორები არა მარტო ხელთან, არამედ სხეულის სხვა ნაწილებზეც. მწარმოებლები აცხადებენ, რომ შესაძლებელია მას დაემატოს თითების განთავსების განსაზღვრის ფუნქცია, რათა მომხმარებელს ვირტუალური სივრცის უფრო მეტი კონტროლის საშუალება მიენიჭოს.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება