markup logo

960

Facebook–მა დაითვალა მილიარდი აქტიური მომხმარებელი

fb1

მარკ ცუკერბერგმა ამერიკული ტელევიზიით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მის მიერ 2004 წელს შექმნილი სოციალური ქსელის მომხმარებელთა რიცხვმა გადააჭარბა მილიარდს. „ამ დილით ყოველთვიური აქტიური მომხმარებელთა რიცხვმა გადააჭარბა მილიარდს. თუ თქვენ კითხულობთ ამ შეტყობინებას, მადლობას მოგახსენებთ იმაზე, რომ დაგვდეთ პატივი მე და ჩემს გუნდს ვიმუშაოთ თქვენთვის, – წერს ცუკერბერგი თავის Facebook–ის გვერდზე. – დაეხმარო მილიარდ ადამიანს დაუკავშირდეს ერთმანეთს, ეს ხომ შესანიშნავია. მე ყველაზე უფრო მეტად ჩემს ცხოვრებაში ამით ვამაყობ.“

Facebook –ის ხელმძღვანელის თქმით მემილიარდე მომხმარებელი დარეგისტრირდა სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ 14 სექტემბერს. აქტიურებად ითვლებიან ის მომხმარებლები, ვინც სტუმრობს ქსელს თვეში ერთხელ მაინც.

სტატისტიკური მონაცემებით მილიარდიდან 600 მილიონი მომხმარებელი შედის საიტზე მობილური მოწყობილობებიდან. 2012 წლის ივნისში მათი რიცხვი 552 მილიონი იყო. ყველაზე აქტიური მომხმარებლები ცხოვრობენ აშშ–ში, ბრაზილიაში, ინდოეთში, მექსიკაში და ინდონეზიაში.

2004 წლიდან Facebook –ის მონაწილეები „დაუმეგობრდნენ“ ერთმანეთს 140,3 მილიარდჯერ, ატვირთეს 219 მილიარდი ფოტო. 62,6 მილიონი საიტზე ატვირთული  სიმღერა 22 მილიარდჯერ მოისმინეს (ეს შეადგენს დაახლოებით 210 000 წელს უწყვეტად მუსიკის მოსმენას).

Facebook –ის საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის ასაკმა შეადგინა 22 წელი (როდესაც სოციალურ ქსელში იყო 500 მილიონი ადამიანი, ეს მაჩვენებელი შეადგენდა 23 წელს).

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები .

კომენტარის დატოვება