markup logo

125

Facebook-ი წარმოგიდგენთ Boomerang-ის მხარდაჭერასა და სელფი-რეჟიმს Messenger-ში

Facebook-მა დააანონსა კამერების რამოდენიმე ახალი ფუნქცია Messenger-აპლიკაციისთვის. Boomerang-ის ფორმატში არსებული ინტეგრირებული ვიდეოების პარალელურად გაჩნდება სელფი-რეჟიმი, რომელიც ავტომატურად აბუნდოვნებს ფონს და ასევე ექნება შერეული რეალობის გამოსახულებების დამატების ფუნქცია: Messenger-ის ფოტოებსა და ვიდეოებს დაემატება სხვადასხვა სტიკერები.

ამ ახალი დამატებების შედეგად, Facebook Messenger-ს ახლა უკვე აქვს კამერის ხუთი სხვადასხვა რეჟიმი: ჩვეულებრივი, ვიდეო, ტექსტი, ბუმერანგი და სელფი. Facebook-ის ანონსიდან, რომელშიც იგი მომხმარებელს ჰპირდებოდა Messenger-ის მნიშვნელოვან განახლებასა და გამარტივებას, სულ რაღაც ორი თვეა გასული.

Facebook-ს უკვე დიდი ხანია გააჩნია დამატებითი რეალობის ეფექტები (სელფი-ნიღბები ვიდეო-ჩატის დროს და ა.შ), თუმცა AR (Augmented Reality) სტიკერები – ეს არის მცდელობა, ეფექტები დაუკავშირდეს იმ სტიკერებს, რომლებსაც მომხმარებლები ჯერჯერობით მხოლოდ ჩატში უგზავნიან ერთმანეთს ტექსტთან ერთად. სტიკერთან არსებულ კამერაზე დაჭერისას შესაძლებელი იქნება მისი დამატება შერეული რეალობის ობიექტის სახით.

როგორც Facebook-ი აცხადებს, Messenger-ის ახალი ფუნქციები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოში არსებული მომხმარებლების უმეტესობისთვის. სიახლეები წარმოდგენილი იქნება როგორც განახლებულ Messenger-ში, ასევე მის ძველ ვერსიებშიც.

https://www.theverge.com/2018/12/17/18141182/facebook-messenger-boomerang-selfie-mode-ar-stickers

კატეგორია:

კომენტარის დატოვება