markup logo

619

Facebook–ის ჩაშენებული ანტივირუსი მომხმარებელთა კომპიუტერებს დაასკანირებს

fff

სპამისა და დამაზიანებელი შეტყობინებების მაძიებელ  ჩაშენებულ ანტივირუსს Facebook –მა დაამატა ახალი ფუნქცია – Malware Checkpoints, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს აქაუნტების ბლოკირებისა და კომპიუტერის სკანირებისა დამაზიანებელი სოფტის მოხვედრის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.  ახალ სისტემას საფუძვლად უდევს სკანერი McAfee Scan and Repair.  

აღნიშნულ სისტემას შეუძლია იმუშაოს უკვე არსებულ სისტემასთან ტანდემში, დაბლოკოს მომხმარებლის აქაუნტი და გაუგზავნოს მას შეტყობინება აქაუნტზე კონტროლის აღდგენისთვის მრავალსაფეხურიანი პროცედურის გავლის აუცილებლობის თაობაზე.

Malware Checkpoints  მუშაობს როგორც ავტომატურ, ისე მანუალ რეჟიმში; შესაძლებელია აქაუნტის შემოწმება მოთხოვნისთანავე.  ფუნქცია მუშაობს უფასოდ. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი კომპიუტერის შესამოწმებლად არჩევით ატვირთონ McAfee ან  Microsoft Security Essentials პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანიაში ამბობენ, რომ სიახლე საშუალებას აძლევს მომხმარებელს ოპერატიულად, ეჭვის გაჩენისთანავე დამოუკიდებლად შეამოწმოს დამაზიანებელი კოდების არსებობა და არ დაელოდოს ბლოკირებას Facebook –ის მხრიდან.

McAfee Scan –ის მეშვეობით შემოწმების შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ გამოიყენებს აქაუნტს სკანირების დასრულებამდე, ხოლო Microsoft Security Essentials სთავაზობს ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის ავტონომიურად ატვირთვას, ის  იმუშავებს Facebook –ისგან დამოუკიდებლად.

ორივე აღნიშნული ანტივირუსი მუშაობს მხოლოდ Windows – ში.  Mac–ის მომხმარებლებს Facebook სთავაზობს Apple –ის საიტს, საიდანაც შესაძლებელია დამცავი პროდუქტების ატვირთვა Mac OS X–თვის. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ატვირთონ Facebook –ზე აპრილში გაშვებული პროდუქტი Sophos Anti-Virus for Mac Home Edition AV Marketplace –დან.

კატეგორია: Software, ინტერნეტი, სოციალური ქსელები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება