markup logo

1,404

Facebook–ის შეტყობინებების სერვისი უფრო და უფრო ემსგავსება ჩვეულებრივ ელექტრონულ ფოსტას, რომელსაც შემქმნელი „სიკვდილით“ ემუქრება

ffff

Facebook–მა განაცხადა ახალი სერვისის,  Facebook Messages, გაშვების შესახებ. სერვისი ინტერფეისის დიზაინითა და ფუნქციებით მიახლოებული იქნება ელექტრონულ ფოსტასთან სამუშაო პოპულარულ პროგრამებს და იქნება ხელმისაწვდომი უახლოეს მომავალში.

აქამდე შეტყობინებებში შესული მომხმარებელი ხედავდა მხოლოდ მეგობრებთან დიალოგების სიას.  ნებისმიერ დიალოგზე დაჭერისას შეტყობინებები იხსნებოდა იმავე ფანჯარაში, სიაში დასაბრუნებლად კი კვლავ წინა გვერდი უნდა გახსნილიყო.

ახალი ინტერფეისი Messages, ჰყოფს შეტყობინებების ფანჯარას ორ ნაწილად, Microsoft Outlook–ის მსგავსად. მარცხენა პანელზე თავსდება დიალოგების სია, ძირითად ნაწილში კი მათი შინაარსი და პასუხის ველი.

ამგვარად სხვა მომხმარებელთან მიმოწერაზე გადასვლა შესაძლებელია დიალოგების სიასთან დაბრუნების გარეშე.  საუბრები კვლავ შეტყობინებების სიახლის მიხედვით იწყობა.

სერვისის სხვა სიახლეებს შორის არის კლავიატურიდან ბრძანებების გამოყენების საშუალება. ბრძანებების სრული სიის ნახვა შესაძლებელია Alt + Q პერსონალური კომპიუტერის კლავიატურაზე, ხოლო  Mac –ზე – Control + Q.

მსოფლიოში ყველაზე ფართო სოციალურმა ქსელმა წარადგინა შეტყობინებების გაცვლის უნიფიცირებული სისტემა 2010 წლის ნოემბერში.  პრეზენტაციაზე სოციალური ქსელის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ტრადიციული E-mail მოკვდა.

Facebook Messages –ის ერთ–ერთი ძირითადი თავისებურება გახლავთ – შეტყობინებების ფილტრაცია Facebook –ის მონაცემების მიხედვით, თუ რამდენად აქტიურად ეკონტაქტება მომხმარებელი ამა თუ იმ მეგობარს.

თუ მომხმარებელი არ არის დაინტერესებული შეტყობინებაში ან იშვიათად პასუხობს რომელიმე კორესპონდენტს, სისტემა მიანიჭებს ასეთი კორესპონდენტისგან შემოსულ წერილს დაბალ პრიორიტეტს.

კრიტიკოსებმა პირველ რიგში მიაქციეს ყურადღება თავად Facebook –ის დაუცველობას და შესაბამისად მომხმარებელთა ნდობის დაბალ მაჩვენებელს. ეს ფაქტორები, შესაძლოა, არც თუ ისე მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც იყენებს Facebook –ს პირადი მიმოწერისთვის, კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემის გარეშე. მაგრამ სკეფტიკოსები მაინც თვლიან, რომ დღესდღეობით Facebook Messages სრულად ვერ შეცვლის ტრადიციულ ელექტრონულ ფოსტას.

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები .

კომენტარის დატოვება