markup logo

909

Facebook-ის ექსპერიმენტები: შეტყობინება იმაზე რაც არ გიკითხავთ

fuuu

Facebook-მა გაარკვია თუ როგორ შეიძლება მობილური სარეკლამო შეტყობინებების გაყიდვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ექსპერიმენტი ტარდება. უახლესი ტესტი: Facebook–ის რეკლამის მომწოდებელს აქვს საშუალება განათავსოს სარეკლამო ინფორმაცია იმ ადამიანთა გვერდებზეც, რომლებიც არ არიან მათი „ფანები“.

რას ნიშნავს ეს? აქამდე ერთადერთი გზა რეკლამის მომწოდებლებისთვის Facebook –ის მომხმარებელთა ტელეფონში გადიოდა  „სარეკლამო ისტორიის“ გადასახადის შეტანით. სარეკლამო შეტყობინება ჩნდებოდა მთავარ გვერდზე და თუ თქვენ მას ხედავდით, ესე იგი ეს ბრენდი ან პროდუქტი ოდესმე „დაგილაიქებიათ“.

ამ ცვლილებამ გააქრო ეს წინაღობა. ასე რომ, თუ Facebook აქცევს ამ ოპციას  სრულუფლებიანად, ეს შექმნის გაცილებით მეტ მობილურ რეკლამას (მსგავსად რეგულარული დესკტოპ რეკლამის, რომელიც ანალოგიურად იმუშავებს).

თუ Facebook „გაგიჟდა“ და  ფართოდ უღებს კარს  რეკლამას, საეჭვოა, რომ უმეტესობამ მომხმარებლებისა გაარჩიონ სიახლეები სარეკლამო შეტყობინებებისგან, რადგან სარეკლამო შეტყობინებას ექნება ჩვეულებრივი საინფორმაციო გვერდის სახე.

თუ გაქვთ დრო დაფიქრდეთ ამაზე, შეამჩნევთ, რომ შეტყობინებას აწერია „დაფინანსებულია“ და არცერთ თქვენს მეგობარს არ „დაულაიქებია“ ის.

ამ გაზაფხულზე „მოფიქრებულ“ ექსპერიმენტს, რომელიც  Facebook–ის ფილოსოფიიდან გადახვევას წარმოადგენს, საფუძვლად უდევს აზრი, რომ რეკლამის საუკეთესო  გავრცელების გზა არის თვით მომხმარებლებს შორის „დაშეარება“ და „დალაიქება“.

ეს არის მეორე გადახვევა, რომელიც „მოახდინა“  Facebook –მა ამ თვეში. გასულ კვირას კომპანიამ განაცხადა, რომ აპლიკაციების დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალურად შექმნილი სარეკლამო ერთეულები, რომლებიც არ საჭიროებენ სოციალურ  „ბმულებს“ რომ გამოჩნდნენ მთავარ გვერდზე.

რატომ გადამრთველი? Facebook არაფერს ამბობს იმის გარდა, რომ იდეა მხოლოდ ტესტირების რეჟიმშია. მაგრამ ნახეთ რას ამბობს ფინანსური დირექტორი დევიდ ებერსმანი:

„სარეკლამო შეტყობინებები ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ ეს სფერო უფრო გავრცელებულია მობილურ მოწყობილობებზე. მაგალითად აშშ–ს ბაზარზე ეს მართლაც ასეა, რადგან სწრაფად იზრდება სმარტფონების გამოყენება. სარეკლამო შეტყობინებების საერთო რაოდენობა შემცირდა 2% მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური შესვლა საიტზე გაიზარდა 10%  – რეკლამის მიმწოდებლები ამჯობინებენ მობილურებს რეკლამისთვის“.

თარაგმანი: ჩვენ გვსურს გავყიდოთ რაც შეიძლება მეტი სარეკლამო შეტყობინება, მაგრამ რთულია საყოველთაო „სმარტფონიზაციის“ პირობებში.

ეს ძალზე ჩვეულებრივია: Google ისურვებდა იცოდეს მოსწონთ თუ არა თქვენს მეგობრებს პროდუქტი და ამას მეგობრები გიჩვენებენ ნებისმიერ შემთხვევაში. Twitter ამ გზის სათავეშია. Facebook უკვე ყიდის 3 მილიარდი დოლარის რეკლამას წელიწადში.  არ იქნებოდა ურიგო მათთან შეერთება.

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები .

კომენტარის დატოვება