markup logo

1,009

Facebook–ის ახალი სერვისი: სოციალურ ქსელში შესაძლებელია რეალური საჩუქრების ჩუქება

gifts

Facebook –ში გამოჩნდა ახალი სერვისი სახელად Gifts, მისი დახმარებით შესაძლებელია არა ვირტუალური, არამედ რეალური საჩუქრების ჩუქება.

საჩუქრის გაგზავნა შესაძლებელი იქნება დაბადების დღის შეხსენების სერვისიდან. ფუნქცია შეუშვებს მომხმარებელს Facebook Gifts–ის გვერდზე, სადაც შესაძლებელია შესაბამისი საჩუქრის და მისალოცი ბარათის  არჩევა. 

საჩუქრის გასაგზავნად აუცილებელია მიმღების მისამართის ცოდნა, ის მიიღებს შეტყობინებას საჩუქრის შესახებ  მისამართის მითითების წინადადებით.  მიმღებს ასევე შეუძლია შეცვალოს საჩუქრის პარამეტრები (ზომა, ფერი ან სტილი) ან გამოცვალოს ის სხვა, ანალოგიური ფასის საჩუქარზე. Facebook მიიღებს საკომისიოს ყოველი ტრანსაქციის შემდეგ.

საჩუქრის შესახებ შეტყობინების დატოვება შესაძლებელია როგორც საზოგადოდ (კედელზე), ასევე პრივატულ–პირად საუბარში. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც თავიდანვე, ან მიღების შემდეგ.

სერვისი Facebook Gifts ხელმისაწვდომია ჯერჯერობით მხოლოდ ბრაუზერის ვერსიის და Android – აპლიკაციის მომხმარებლებისთვის აშშ–ს რამდენიმე შტატში. Facebook გეგმავს ასევე ამ ფუნქციის დამატებას iOS- ში და სერვისის ამოქმედებას სხვა ქვეყნებშიც.

ეს ნაბიჯი მოუტანს Facebook –ს ინვესტორების ნდობას – სოციალურმა ქსელმა უნდა აჩვენოს თავის შესაძლებლობები ელექტრონული კომერციის სფეროში.  ჯერჯერობით რეკლამის წილი კომპანიის საერთო შემოსავლიდან შეადგენს 80 %.

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები .

კომენტარის დატოვება