markup logo

952

Facebook გვპირდება რომ წაშლილი ფოტოების შეინახავს არა უმეტეს 30 დღისა

fbsur

Facebook –მა დააწესა  ფოტოების წაშლის მაქსიმალური საბოლოო ვადა – 30 დღე. აქამდე Facebook არ იცავდა წაშლილი ფოტოების სერვერზე შენახვის არანაირ ფიქსირებულ ვადას. როდესაც მომხმარებელი შლის თავის ფოტოს პროფაილიდან, ის ფაქტიურად უგზავნის ადმინისტრაციას შესაბამისი ფაილის სერვერიდან წაშლის მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ფოტო აღარ ჩანს მომხმარებლის გვერდზე, ის მაინც ხელმისაწვდომია, პირდაპირი ბმულის არსებობის შემთხვევაში.  

Twitter–ის და  Flickr–ის მომხმარებლებს ამგვარი პრობლემები არ გააჩნიათ.   წაშლილი სურათი წამებში ქრება. ეს ფაქტი იწვევს მომხმარებელთა მრავალ ჩივილებს და ბაზრის რეგულატორთა პრეტენზიებს.

ფოტოების შენახვის ახალი სისტემა ითვალისწინებს ფოტოს საბოლოო წაშლის მაქსიმალურ  ვადას – 30 დღე. სოციალური ქსელის წარმომადგენლის თქმით, ცალკეულ შემთხვევაში ფოტოს პირდაპირი ბმულები უფრო მალეც შეწყვეტენ ფუნქციონირებას.

პირველად აღნიშნული პრობლემის შესახებ ითქვა 2009 წლის ივლისში, როდესაც Ars Technica–მ გამოაქვეყნა სტატია „წაშლილი“ სურათების შესახებ. სერვერებიდან კომპანია მათ ფიზიკურად არ შლიდა. იურიდიული თვალსაზრისით პრეტენზიები არ არის გამართლებული, რადგან მომხმარებელთა შეთანხმების თანახმად, პირად სურათებზე განსაზღვრული უფლების მფლობელი სოციალური ქსელი გახლავთ, ასევე მას აქვს უფლება გამოაქვეყნოს მომხმარებლის სურათი ინტერნეტში.

2009 წლის ივლისში Facebook  დაპირდა მომხმარებლებს პრობლემის გადაწყვეტას. მაგრამ ერთი წლის შემდეგაც არაფერი შეიცვალა. ამ დროისთვის „კომპრომატის“ გავრცელების ხერხები უკვე ფართოდ გავრცელდა.

2010 წლის ოქტომბერში Facebook–ის თანამშრომლებმა ხელით გააუქმეს რამდენიმე ფოტო, რომლებზეც Ars Technica–ის სტატიაში იყო საუბარი, დანარჩენები კი დარჩა თავიანთ ადგილებზე.

მიმდინარე წლის თებერვალში კომპანიმ აღიარა თავის სერვერებიდან ფაილების წაშლის ვადის პრობლემა. Facebook –ის ცნობით, ამის მიზეზი ფოტოების შენახვის ძველი სისტემა იყო.

Facebook–ს ასევე არაერთხელ აკრიტიკებდნენ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების და კონტენტის შენახვის და გამოყენების პრინციპების გამო.  ახლახანს გერმანიის მთავრობამ განაახლა გამოძიება სოციალური ქსელის წინააღმდეგ და წარუდგინა ბრალდება მომხმარებელთა ნებართვის გარეშე ფოტოების ბაზის შექმნაში, სახეების ამოცნობის ტექნოლოგიის მუშაობისთვის.

2011 წლის ბოლოს ბირჟაზე საზოგადოდ აქციების განთავსებისთვის მომზადების პროგრამის ფარგლებში დათანხმდა  მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დაცვის დამოუკიდებელ შემოწმებას.

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები .

კომენტარის დატოვება