markup logo

746

Facebook-­ს სიყალბეში სდებენ ბრალს

fac

ამერიკულმა ინტერნეტ­კომპანია Limited Run-­მა გამოაქვეყნა ანგარიში‚ სადაც გაკრიტიკებულია Facebook-­ის რეკლამა მასში ყალბი „კლიკების“ დიდი რაოდენობისა და ძალზე მაღალი განფასების გამო. ინტერნეტ­კომპანიის აზრით‚ Facebook ამას თავისი ბიზნესის წინ წაწევის მიზნით აკეთებს.

Limited Run მართავს საკუთარ ვებ­სერვისს‚რომელიც მუსიკალური ინდუსტრიის დამოუკიდებელ წარმომადგენლებს: მუსიკოსებს‚ კომპოზიტორებსა და შემსრულებლებს საშუალებას აძლევს‚ შექმნან და განათავსონ ქსელში საკუთარი ონლაინ­მაღაზიები მომხმარებლებზე მუსიკალური კონტენტისა და ფიზიკური საქონლის მიყიდვის მიზნით.

Limited Run-­ის Facebook-­ის სარეკლამო კომპანიებზე ექსპერიმენტების შედეგებიდან ძირითადი დასკვნის გამოტანის მიზეზი გახდა ის ფაქტი‚ რომ სოციალურ ქსელში რეკლამაზე „კლიკების“ უმრავლესობა გააკეთეს „ბოტებმა“ და არარეალურმა მომხმარებლებმა. კომპანიის სპეციალისტების დათვლების თანახმად‚ რეალური იყო „კლიკების“ მხოლოდ  20 პროცენტი‚ რომლებზეც ფულს იხდიდა რეკლამის მწარმოებელი. ამგვარად‚ დანარჩენი 80 პროცენტი „ბოტებმა“ გააკეთეს.

ბოტები“ ტვირთავდნენ საიტზე ჩვენს გვერდს და მაღლა სწევდნენ რეკლამის ღირებულებას. ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით Facebook­-ის ადმინისტრაციას ამ საკითხთან დაკავშირებით‚ მაგრამ‚ სამწუხაროდ‚ მათ ჩვენ არ გვიპასუხეს. ვიცით თუ არა ჩვენ‚ ვისი ეკუთვნის ეს „ბოტები“? არა. ბრალს ვდებთ თუ არა ვენ Facebook-­ს თავისი შემოსავლების გაზრდის მიზნით ონლაინ­რეკლამებში ბოტების გამოყენებაში? არა. ეს ჩვენ უცნაურად გვეჩვენება? დიახ“‚ – აღნიშნავენ Limited Run-ის წარმომადგენლები.

საბოლოოდ კომპანიამ გადაწყვიტა შეეწყვიტა Facebook-­ის გვერდების გამოყენება თავისი ბიზნესის განვითარებისთვის და მის ნაცვლად ამ მიზნით აქტიურად დაიწყო მიკრობლოგის გამოყენება Twitter-­ის სერვისზე.

ამას გარდა‚ Limited Run-­ის წარმომადგენელთა სიტყვებით‚ მოკლე დროის განმავლობაში კომპანიას ჰქონდა საკუთარი კორპორატიული გვერდი Facebook-­ზე სახელწოდებით Lmited Pressing‚ ხოლო შემდეგ კომპანიამ გადაწყვიტა‚ თავისი გვერდის სახელწოდების შეცვლა საკუთარი ბრენდით.

მაგრამ‚ აღმოჩნდა‚ რომ სოციალური ქსელი ამის გაკეთების უფლებას მისცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში‚ თუ გვერდის მფლობელი დათანხმდება რეკლამა იყიდოს Facebook-­ში. „მათ განაცხადეს‚ რომ უფლებას მოგვცემენ შევცვალოთ სახელი მხოლოდ იმ შემთხვევაში‚ თუ დავთანხმდებით რეკლამაზე დავხარჯოთ 2 ათასი და მეტი დოლარი ყოველთვიურად. ყველაფერი სწორია. Facebook გვაშანტაჟებდა ჩვენი საკუთარი ბრენდით“‚ – ამბობს Limited Run-­ის წარმომადგენელი.

Facebook­-ის წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს ამ ანგარიშის კომენტარი‚ განაცხადეს რა‚ რომ გამოიძიებენ განცხადებაში მოტანილ ფაქტების დიდი რაოდენობით ყალბი კლიკების შესახებ.

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები .

კომენტარის დატოვება