markup logo

726

Facebook-­ის ხელმძღვანელი გავრცელებულ ხმებს უარყოფს

fbsm

Facebook-­ის მიერ ბრენდირებული სმარტფონის გამოშვების შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია‚ როგორც ჩანს‚ თან უკვე მერამდენედ‚ არ მტკიცდება. ამის დამადასტურებელია ცუკერბერგის სიტყვები‚ რომლებიც მან წარმოთქვა Facebook-­ის გასული კვარტლის ფინანსური მოღვაწეობის შედეგების შესახებ დისტანციური კონფერენციის მიმდინარეობისას.

Facebook­-ის ხელმძღვანელის განცხადებით‚ სმარტფონის დამუშავების ნაცვლად‚ „კომპანია გეგმავს გააღრმაოს ინტეგრაცია სოციალურ ქსელში არსებულ მობილურ სისტემებთან‚ კერძოდ‚ სისტემა iOS-­თან‚ რომელზედაც მუშაობენ პოპულარული სმარტფონები Apple iPhone და პლანშეტური კომპიუტერები iPad.

„უამრავი რამ არის‚ რომელთა გაკეთება ჩვენ შეგვიძლია სხვა ოპერაციულ სისტემებში. ამავე დროს‚ უარს ვამბობთ საკუთარი სმარტფონის შექმნაზე‚ რასაც ჩვენთვის განსაკუთრებული აზრი არა აქვს“‚ – თქვა მარკ ცუკერბერგმა.

გავიხსენოთ‚ რომ ამ კვირას სააგენტო „Bloomberg“­მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია‚ რომ Facebook‚ HTC ტექნიკის მწარმოებელთან თანამშრომლობით‚ მომავალი წლისთვის Fაცებოოკ­სმარტფონის გამოშვებას გეგმავს‚ რაც ცუკერბერგმა ფაქტობრივად უარყო კვირის ბოლოს‚ დაინტერესებული  ინვესტორებისა და ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას.

2011 წელს კომპანია HTC­-მ ბაზარზე გამოუშვა Android­-სმარტფონი HTC ChaCha‚ რომლის კლავიატურაზე იყო ცალკე ღილაკი Facebook­-ის დამატების გამოძახებისთვის. ამას გარდა‚ არაოფიციალური ინფორმაციით‚ 2011 წელს Facebook­-ის ხელმძღვანელობა სერიოზულად იხილავდა Facebook-­ის სტილში მოდიფიცირებული Android-­ის ვერსიის შექმნას და შესაბამისი მოწყობილობების გამოშვებას‚ მსგავსად იმისა‚ რაც ინტერნეტ­მაღაზია Amazon.com­-მა‚ რომელმაც მნიშვნელოვნად გადაამუშავა სისტემა Google­-სგან თავისი პლანშეტის Kindle Fire ­სთვის.

მაგრამ გასული წლის ზაფხულში კომპანია Google­-მა შემოიღო სხვა დამმუშავებლების მიერ Android­-ის გამოყენების ახალი წესები. ამ წესების თანახმად‚ დამმუშავებლებმა Google-­ში უნდა დაამტკიცონ ცვლილებები‚ რომლებსაც ისინი სისტემაში შესატანად გეგმავენ

Google­­-მა შემოიღო ახალი მოთხოვნები‚ რათა თავიდან მოიშოროს ფრაგმენტაციის ეფექტი‚ როდესაც‚ ხანდახან‚ ძალზე ძლიერი და ტექნიკურად არასწორი ცვლილებებით სხვადასხვა მოწყობილობების მომხმარებლები იღებენ სრულიად სხვა Android-­სა და არა ყოველთვის კარგად მომუშავებს.

ექსპერტების აზრით‚ Facebook­-ისთვის მოცემული მოთხოვნები შეუსრულებელია‚ რადგან Google ინტენსიურად მუშაობს წინ წასწიოს Facebook­ის საკუთრი კონკურენტი Google+.

კატეგორია: Hardware, ინტერნეტი, სოციალური ქსელები, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება