markup logo

734

Facebook­-ის კონფიდენციალობის პოლიტიკაზე ხმის მიცემა არაერთგვაროვნად აღიქვეს

FB

მომხმარებლებმა დაექსპერტებმა არაერთგვაროვნად აღიქვეს 1 ივნისს Facebook-­ის მიერ გამოცხადებული ხმის მიცემა კონფიდენციალობის ახალი პოლიტიკის მხარდასაჭერად‚ იტყობინება „Segurity Lab“. კერძოდ‚ გამოითქვა ეჭვები იმის შესახებ‚ რომ მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი ამ ინიციატივით მხოლოდ იმიტომ გამოვიდა‚ რომ შეწყვიტონ მისი დადანაშაულება პერსონალური მონაცემების არასაკმაო დაცვაში‚ ხოლო სინამდვილეში არც კი მიუთითა იმ გვერდის ადგილმდებარეობაზე‚ რომელზეც ხმის მიცემა შეიძლება.

ამერიკელმა იურისტმა‚ დევიდ ჯეიკობსმა ელექტრონული ინფორმაციის კონფიდენციალობის ცენტრის (Electronic Privacy Information Center, EPIC)‚ განაცხადა‚ რომ ხმის მიცემის პროცედურა მთლიანად ადეკვატური არარის‚ ვინაიდან ხმის მიცემის ჩატარების შესახებ არ იყო ინფორმირებული სოციალური მომსახურების ყველა მომხმარებელი და ხმის მიცემა ღია იქნება მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში. „პროცედურა არასრულყოფილი ჩანს‚ მართლაც‚ ხმის მიცემის შედეგებს არ მიანიჭებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას“‚ – განმარტა იურისტმა.

ამას გარდა‚ ექსპერტები აღნიშნავენ‚ რომ ცვლილებები კონფიდენციალობის პოლიტიკაში არ უზრუნველყოფენ მომხმარებელთა საჭირო დაცვას იმისგან‚ რომ ნებისმიერი ბოროტმოქმედი‚ რომელიც სხვისი სახელით იმოქმედებს‚ შეძლებს მიიღოს მსხვერპლის სრული დოსიე.

„Computer World“­-ის მონაცემებით‚ დღეისათვის ხმა მისცა Facebook-­ის მომხმარებელთა 10%­მა და მათგან 85% გამოვიდა კონფიდენციალობის ახალი პოლიტიკის წინააღმდეგ. მოცემული გამოკითხვის შედეგებს ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება‚ თუ ხმას მისცემს აქტიური მომხმარებლის 30%­ზე მეტი.

რა იცის Facebook­მა თავის მომხმარებლებზე და… ვის უყვება

მორიგი სკანდალი აგორდა მას შემდეგ‚ როდესაც 24 წლის ავსტრიელმა იურისტმა მაქს შრემსმა პირადი მონაცემების დაცვის „EC“­-ში მოქმედი წესების საფუველზე მოსთხოვა Facebook-­ს სრული ინფორმაცია თავის შესახებ‚ რომელიც სოციალური ქსელის მონაცემთა ბაზაში ინახება. პასუხად მან მიიღო CD დისკი 1200-­გვერდიანი ინფორმაციით. მონაცემები დისკზე 57 კატეგორიად არის დაყოფილი (სამუშაო‚ განათლება‚ მეგობრები‚ პოლიტიკური შეხედულებები‚ ჰობი‚ ფოტოგრაფიები და ასე შემდეგ)‚ მათ შორის „ამოღებულად ჩათვლილი ჩატები და ფოტოგრაფიები – ისინი უბრალოდ ინახება ბაზაში ნიშნით „ამოღებულია“.

ამან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მაქსზე‚ რომ მან‚ პირველ რიგში‚ გაუშვა საიტი „Europe vs Facebook“ („ევროპა Facebook­-ის წინააღმდეგ“)‚ ინსტრუქციებით იმის შესახებ‚ თუ როგორ მივიღოთ ჩვენის აკუთარი დოსიე‚ ხოლო მეორე რიგში – შეადგინა 22 საჩივარი და გაუგზავნა ისინი ირლანდიის მონაცემთა დაცვის რწმუნებულს‚ ვინაიდან იურიდიული თვალსაზრისით‚ Facebook-­ის ყველა მომხმარებელი‚ რომლებიც ამერიკის შეეთრაებულ შტატებსა და კანადის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ კომპანია „Facebook Ireland“­-ის კლიენტებად ითვლებიან.

IDPC-­ის თანამშრომლებმა მიმართეს სოციალური ქსელის ხელმძღვანელობას‚ რომელმაც მორიგ ჯერზე შეპირდა‚ გადაესინჯა თავისი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და გამოაცხადა ზემოთ აღნიშნული ხმის მიცემა.

არც ისე დიდი ხნიდან Facebook-­ის მონაწილეებს შეუძლიათ სოციალური ქსელიდან გადაქაჩონ ყველა თავისი მონაცემები‚ ისე‚ რომ არ დაძაბონ საფოსტო სამსახურები ფიზიკური მატარებლების გადაგზავნით. 2012 წლის 12 აპრილიდან სოციალურმა ქსელმა გააფართოვა „Download Your Infotmation“ ფუნქციის შესაძლებლობები‚ რომლებიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაათვალიეროს არქივი მთელი მისი ფოტოგრაფიებით‚ შეტყობინებებითა და კონტენტით‚ რომლებიც ხელმისაწვდომი იყო Facebook­-ში ქსელის გამოყენების პერიოდის განმავლობაში. გარდა მომხმარებლის საკუთარი კონტენისა‚ იგი შეძლებს წაიკითხოს‚ აგრეთვე‚ სხვა ინფორმაციაც‚ კერძოდ‚ წინა სახელები ქსელში‚ შეკითხვებიმ ეგობრებისაგან და IP მისამართები‚ რომლებისგანაც იგი ქსელში შედიოდა.

ამ ინსტრუმენტთან ხელი რომ მიგვიწვდებოდეს‚ აუცილებელია შევიდეთ საკუთარ აკაუნტში‚ პარამეტრებში ავირჩიოთ პუნქტი „Download acopy of your Facebook data“‚ შედეგად მიღებული გვერდი შემოგვთავაზებს ავირჩიოთ‚ სახელდობრ‚ რომელი მონაცემები სურს მომხმარებელს მიიღოს ლოკალურად. მომავალში Facebook ჰპირდება‚ დაამატოს სხვა პარამეტრებიც‚ რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის. გავიხსენოთ ამა წლის აპრილში ბოსტონის პოლიციის სამმართველოდან ინფორმაციის გაჟონვამ საშუალება მისცა ამერიკის საზოგადოებას‚ გაეგო‚ როგორ გამოიყურება მომხმარებლის ტიპური დოსიე Facebook­-ში‚ რომელიც პოლიციას სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით წარედგინა. ეს იყო დოკუმენტების შეკვრა‚ რომელიც Facebook­-მა გამოგზავნა პასუხად პროკურორის მოთხოვნაზე მომხმარებელ ფილიპ მარკოვის შესახებ. რასაკვირველია‚ დოკუმენტები მკაცრად კონფიდენციალურია და არ უნდა მოხვედრილიყო ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას‚ მაგრამ ეს მაინც მოხდა.

23 წლის სტუდენტ­მედიკოსის დოსიე 71 გვერდს შეიცავს. სხვათა შორის‚ მათში აღმოჩნდა ყველა შემოსული და გასული პირადი შეტყობინებების სია‚ ყველა ფოტოს ნაბეჭდები‚ რომლებიც ჩატვირთულია სხვა მომხმარებლების მიეგ‚ სადაც ამოცნობილია მარკოფის სახე‚ აგრეთვე ინფორმაცია მარკოფის Facebook-­ზე შესვლის შესახებ (წელი‚ დრო‚ IP მისამართი). ეს კიდევ არ არის მსოფლიო უმსხვილესი ქსელის მიერ მარკოფის შესახებ შეკრებილი სრული ინფორმაცია‚ არამედ მხოლოდ ის მონაცემებია‚ რომლებიც პროკურორმა მოითხოვა.

კომპანიას აქვს თავისი მონაწილეების ფოტოების ინტერნეტში გავრცელების უფლება. 2009 წლის ივლისში კომპანია Facebook შეჰპირდა გამოასწოროს პრობლემა „ბექაპების შენახვის დროზე“ თავისი CDN­-პარტნიორის სერვისებზე. მაგრამ ერთი წლის შემდეგ ყველაფერი ძველებურად დარჩა‚ ხოლო 2012 წლის დასაწყისში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა დაწერეს‚ რომ Facebook­-დან ამოღებული ფოტოები ძველებურად ინახება სერვერებზე. ახლა გასაგებია‚ რატომაც.

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები .

კომენტარის დატოვება