markup logo

956

Diablo III ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი კომპიუტერული თამაში?

d3

„მხურვალე აპლოდისმენტები“ კომპიუტერული თამაშების აღმავლობისათვის (თუნდაც დროებითი)!  Blizzard–მა შეიძლება ითქვას, რომ  ახალი რეკორდი დაამყარა კომპიუტერული თამაშის სწრაფი გაყიდვის თვალსაზრისით: 3,5 მილიონი Battle.net–დან გადმოტვირთული ასლი დასაწყისშივე, ერთ კვირაში კი უკვე 6,3 მილიონი, ანუ მოკლე დროში უამრავი ხალხი ჩაითრია  „ბოროტ ძალებთან“ ბრძოლამ.

ბუნებრივია, Blizzard–ის „შეუცვლელ ფან“ სამხრეთ კორეაში მეტი აქტივობაა.  საბოლოო ანგარიში არ მოიცავს World of Warcraft ყოველწლიურ პრომო აქციის 1,2 მილიონ ბონუს ასლს.

სანამ კონსოლების მოყვარულები არ შეფუთავენ თავიანთ „ფლეისთეიშენებსა“ და „იქსბოქსებს“ და სიმბოლურ „იმპიჩმენტს“ გამოუცხადებენ მათ, D3 არ არის რეკორდსმენი ერთ დღეში გაყიდულ თამაშებს შორის, ეს ტიტული ეკუთვნის Modern Warfare 3‘–ს, რომლის 6,5 მილიონი ასლი გავრცედლა სხვადსახვა პლატფორმებზე.

აი უშუალოდ PC-თამაშებში დიაბლოს კონკურენტი უკვე აღარ ჰყავს.

კატეგორია: თამაშები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება